„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3847-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 280010000.05.001.102091
3847-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
280010000.05.001.102091
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.05.001.018881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა განათლების სფეროში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს:

ა) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, თანაკლასელებისა და მასწავლებლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას;

ბ) მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და ჩაგვრის აღმოსაფხვრელად მუშაობას;

გ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით მოსწავლისთვის სოციალურ-პედაგოგიური დახმარების გაწევას;

დ) მოწყვლადი მოსწავლეების ან/და მოსწავლეთა ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ შესაბამის მომსახურებაში ჩართვას;

ე) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

2. 64-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა:

ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის შესახებ;

ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3847-XIIIმს-Xმპ