„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3823-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040040000.05.001.102045
3823-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
040040000.05.001.102045
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).

2. სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის შედეგად წყვეტს სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება სააგენტოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3823-XIIIმს-Xმპ