„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 355/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016794
355/04
05/12/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
220020000.18.011.016794
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 355/04

2023 წლის 5 დეკემბერი 

ქ. თბილისი

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2021; ს/კ: 220020000.18.011.016549) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. აკრძალულია ფინანსური ორგანიზაციის მიერ ისეთი საკრედიტო პროდუქტის/მომსახურების შეთავაზების/რეკლამირების განხორციელება, რომლის დაფარვის წყარო დაკავშირებულია სოციალურ დახმარებასთან/პენსიასთან; აღნიშნულზე ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან მომხმარებელთან დადებული/გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმება დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეთავაზება/რეკლამირება შესაძლებელია ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი, მომხმარებლის პირადი განცხადების/ხელწერილის საფუძველზე. დამატებით, მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს აღნიშნული პირადი განცხადების/ხელწერილის გაუქმების უფლება.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია თავისი საქმიანობა, მათ შორის, ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის დადებული/გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაბამისობაში მოიყვანოს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა