დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.017419 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2018, 040030000.22.034.016716) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება: „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“, „შსს მომსახურების სააგენტო“ ან „მომსახურების სააგენტო“.“. 2. 141 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 მუხლი: „მუხლი 142. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ზოგიერთი მომსახურების გაწევის ორგანიზება 1. სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალებებით მოვაჭრე, მოგირავნე ან ლიზინგის გამცემ მეწარმე სუბიექტებთან დადოს ხელშეკრულება და მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება, ხელშემკვრელი მხარისათვის, როგორც ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარისათვის, მისსავე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“-„ზ“, „ზ2“-„თ“, „პ“, „ჟ“, „ფ3“, „ღ“, „შ“, „შ1“, „ც“, „წ“ ან/და „ჰ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების რეგულარულად გასაწევად (ადგილზე მომსახურება). 2. სააგენტო უფლებამოსილია, პირთან, რომელიც ახორციელებს ავტობაზრობის ორგანიზებას, დადოს ხელშეკრულება და მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება, ავტობაზრობაზე (სატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე) დაინტერესებული პირებისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“-„ზ“, „ზ2“-„თ“, „პ“, „ჟ“, „ფ3“, „ღ“, „შ“, „შ1“, „ც“, „წ“ ან/და „ჰ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების რეგულარულად გასაწევად (ადგილზე მომსახურება). 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების სააგენტოს მიერ ხელშემკვრელი მხარის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე გაწევა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 24-ე პუნქტის შესაბამისად, ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაინტერესებული პირი არ თავისუფლება მომსახურების გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. ამასთან, სააგენტოს მიერ ხელშემკვრელი მხარის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახის მომსახურების გაწევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გაწეულ მომსახურებად. 5. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ხოლო ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტის მიმართვის საფუძველზე, განსაზღვროს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ტერიტორიები, რომლებზეც სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „კ2“, „ფ“, „ფ1“, „ფ5“, „ქ“, „ქ1“, „შ“, „შ1“ და „ც“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების რეგულარულად გაწევას. ამ პუნქტის მიზნებისათვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ტერიტორიად, რომელზეც განხორციელდება მომსახურების რეგულარული გაწევა, შესაძლებელია განისაზღვროს: ა) სააგენტოს მიერ ქირით/იჯარით აღებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა (ან მისი ნაწილი), რომელზეც სააგენტო მოაწყობს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას; ბ) მომსახურების გაწევის მიზნით მეწარმე სუბიექტის მიერ სააგენტოსათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა (ან მისი ნაწილი), რომელზეც მეწარმე სუბიექტის მიერ მოწყობილია მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს გაუწიოს სხვა სახის მომსახურებაც, თუ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას იძლევა. 7. სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სარეგისტრაციო ნიშნების დამზადება, თუ: ა) არსებული რესურსის გათვალისწინებით სააგენტოს გააჩნია აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეგისტრაციო ნიშნების დასამზადებელი დანადგარის/მოწყობილობის განთავსების შესაძლებლობა; ბ) დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი აღნიშნული მიზნით, საჩუქრად გადასცემს სააგენტოს სარეგისტრაციო ნიშნების დასამზადებელ დანადგარს/მოწყობილობას. 8. მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ტერიტორია და მასზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა, განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.“. 3. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო უფლებამოსილია, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება: ა) ხელშემკვრელი მხარისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დადგენილი წესით გაწევისათვის; ბ) ამ დებულების 142 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები