დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017423 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №71 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2019, 140130000.22.034.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის: ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ და „ბ3“ ქვეპუნქტები: „ბ2) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო; ბ3) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო;“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება; ბ) ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება.“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის და საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დანაშაულის გამოძიება; ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; ბ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენცია და აღკვეთა; გ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროგრამებსა და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა; დ) საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტების გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა; ე) ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეაგირება; ვ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების, მათ შორის გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა; ზ) ნარკოტიკული საშუალებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით, მათ შორის მობილური აპლიკაციებით გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა; თ) კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ი) საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან შექმნილი საგამოძიებო ან/და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ ჯგუფებში მონაწილეობა; ლ) საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ ინიცირებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; მ) მთავარ სამმართველოში შემოსული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება; ნ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. 4. მე-10 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1–კ3“ ქვეპუნქტები: „კ1) საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; კ2) კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან შექმნილი საგამოძიებო ან/და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ ჯგუფებში მონაწილეობა; კ3) საზღვარგარეთის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ ინიცირებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;“. 5. 101 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. 101 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 102–105 მუხლები: „მუხლი 102. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) საგამოძიებო სამმართველო; ბ) ოპერატიული სამმართველო. მუხლი 103. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის და, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დანაშაულის გამოძიება; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; ბ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენცია და აღკვეთა; გ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროგრამებსა და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა; დ) საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტების გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა; ე) ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეაგირება; ვ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართულ პირებთა, მათ შორის გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა; ზ) ნარკოტიკული საშუალებების საფოსტო გზავნილებითა და ინტერნეტით, მათ შორის მობილური აპლიკაციებით გამსაღებელთა დადგენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა; თ) კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ი) მთავარ სამმართველოში შემოსული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 104. აჭარის ავტონომიიური რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) საგამოძიებო სამმართველო; ბ) ოპერატიული სამმართველო. მუხლი 105. აჭარის ავტონომიიური რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია აჭარის ავტონომიიური რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორგანიზებული დანაშაულისა და, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დანაშაულის გამოძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; ბ) „კანონიერი ქურდების“ ან/და სხვა კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში არსებული დანაშაულებრივი კავშირების გამოვლენა, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის და კრიმინალური იდეოლოგიის გავრცელების აღკვეთის მიზნით; გ) „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“ ან სხვა ორგანიზებული ჯგუფის, მისი ხელმძღვანელის/ლიდერის ან წევრის დანაშაულებრივი საქმიანობის, აგრეთვე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება; დ) დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და ცალკეული პირების გამოვლენა, რომლებიც ჩართული არიან ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი); აგრეთვე, მათი საქმიანობის მეთოდებისა და საშუალებების ოპერატიული შესწავლა და ანალიზი; ე) ადამიანით ვაჭრობასა (ტრეფიკინგი) და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიება; ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენცია და აღკვეთა; ზ) კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; თ) მთავარ სამმართველოში შემოსული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. მე-14 მუხლის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 8 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები