საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4010-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102125
4010-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 20/12/2023
020000000.05.001.102125
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 119-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი, ან იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;

ბ) 31−33 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

გ) 33 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34−36 ნაწილები:

„34. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

35. ამ მუხლის 34 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

36. ამ ნაწილით ან ამ მუხლის 35 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის 34 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“;

დ) შენიშვნის:

დ.ა) მე-12 და მე-13 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) მე-13 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 ნაწილები:

„14. ამ მუხლის 34−36 ნაწილების მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

15. ამ მუხლის 34−36 ნაწილების მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;

დ.გ) მე-15 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16−მე-18 ნაწილები:

„16. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

17. პოლიცია უფლებამოსილია ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე შეზღუდოს იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თვალი/ბორბლები არ აკმაყოფილებს ზამთრის საბურავით აღჭურვისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

18. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შეიძლება სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთვას შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება მისი ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“−„დ.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის:

ა) „ბ“ და „დ.ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 2 იანვრიდან;

ბ) „გ“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N4010-XIIIმს-Xმპ