საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3943-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.102192
3943-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
060000000.05.001.102192
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 ნაწილი:

„73. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3943-XIIIმს-Xმპ