„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3893-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.102136
3893-XIIIმს-Xმპ
13/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
400010020.05.001.102136
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე განკარგვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე ან/და ნახევარკუნძულზე ვრცელდება ამ კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნები.

5. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულს ან/და ნახევარკუნძულს არ აქვს კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2023 წ.

N3893-XIIIმს-Xმპ