დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470060000.22.035.017109 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/06/2011; 470060000.22.035.016080) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას, 11 პუნქტის შემდეგ, დაემატოს 12 და 13 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „12. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის, დაურეგისტრირებელი სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის) ან/და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების არაკომერციული მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის უფლება აქვს: ა) ფიზიკურ პირს; ბ) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის უფლების მქონე პირს, რომელიც ფლობს GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატს; გ) სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ფლობს სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვას. 13. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის, დაურეგისტრირებელი სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის) ან/და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ამ ბრძანების 12 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ არაკომერციული მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, თუ ფარმაცევტული პროდუქტი „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით აღიარებული ქვეყნის მარეგულირებლის მიერ შესაბამის ბაზარზე დაშვებულია.“. |
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები