სს „პეივ ჯორჯია“-სთვის (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

სს „პეივ ჯორჯია“-სთვის (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/12/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2023
სარეგისტრაციო კოდი
305
14/12/2023
ვებგვერდი, 18/12/2023
სს „პეივ ჯორჯია“-სთვის (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №305

2023 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სს „პეივ ჯორჯია“-სთვის (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, 31 მუხლისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 34-ე პუნქტისა და მე-13 მუხლის და „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №152/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს სს „პეივ ჯორჯიაზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.

2. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემამდე სს „პეივ ჯორჯიას“ შეეზღუდოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 7 (შვიდი) თვის მანძილზე რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება.

3. რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სს „პეივ ჯორჯიასთვის“ ხდება ეტაპობრივად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5.  ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

საქართველოს  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა