დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1579-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/09/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 01/10/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).01.000010 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ; №1, მუხლი 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 81 მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „151-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები“, „157-ე მუხლის მეორე ნაწილი“; ამავე ნაწილში სიტყვები „96-ე და 152-ე მუხლები“ შეიცვალოს სიტყვებით “96-ე მუხლი”.
2. მე-12 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები “96-ე და 152-ე მუხლები”, “92-ე და 151-ე მუხლები“, „91-ე და 150-ე მუხლები“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით “96-ე მუხლი“, „92-ე მუხლი“, „91-ე მუხლი“; ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “და 157-ე მუხლის მეორე ნაწილი.”
3. 331 მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტში სიტყვები „96-ე, 152-ე მუხლები“ შეიცვალოს სიტყვებით ”96-ე მუხლი.”
4. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები“ შეიცვალოს სიტყვებით „96-ე მუხლის მეორე ნაწილი”;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „96-ე და 152-ე მუხლები“ შეიცვალოს სიტყვებით „96-ე მუხლი”; ამავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “ქურდობის, გაძარცვის ან თაღლითობისათვის, რომლებიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (150-ე და 151-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები და 153-ე მუხლის მეორე ნაწილი)”.
5. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “157-ე მუხლის პირველი ნაწილით“.
6. 50-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „157-ე მუხლის პირველი ნაწილით“.
7. 541 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები“ შეიცვალოს სიტყვებით “96-ე მუხლის მეორე ნაწილი”.
8. 55-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 პუნქტში სიტყვები „96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები“ შეიცვალოს სიტყვებით „96-ე მუხლის მეორე ნაწილი“.
9. 81 მუხლის მე-2 ნაწილში, მე-12 მუხლის მე-2 ნაწილში, 331 მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტში, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ და მე-2 პუნქტებში, 541 მუხლის მე-3 პუნქტში, 55-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“, „სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი“, „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვით „სხვისი”.
10. კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის მეორე თავის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სახელმწიფო და საზოგადოებრივი“.
11. 91-ე მუხლის:
ა) სათაურსა და პირველ ნაწილში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას“ შეიცვალოს სიტყვებით “რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს“;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქურდობა ბინაში ანდა სხვა სადგომში ან საცავში შეღწევით“.
12. 91-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: 1) განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება ამ კოდექსის 91-ე, 92-ე, 93-ე და 94-ე მუხლებში მითითებული დანაშაული, თუ იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამ მუხლებით ან 78-ე, 96-ე, 961, 240-ე და 2521 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
2) ამ კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების მე-4 ნაწილებში, 93-ე და 94-ე მუხლების მე-3 ნაწილებსა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებულ „დიდ ოდენობად“ ჩაითვლება ფულადი თანხა და სხვა ქონება, აგრეთვე ზარალი 2 000-დან 10 000 ლარის ჩათვლით, ხოლო 961 მუხლში მითითებულ „განსაკუთრებით დიდ ოდენობად“ – ფულადი თანხა და სხვა ქონება, აგრეთვე ზარალი 10 000 ლარს ზევით.
13. 92-ე მუხლის:
ა) სათაურსა და პირველ ნაწილში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“;
ბ) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას“;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გაძარცვა ბინაში ანდა სხვა სადგომში ან საცავში შეღწევით“.
14. 93-ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები “სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“;
ბ) პირველი ნაწილის დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თაღლითობა, ესე იგი სხვისი ქონების დაუფლება, აგრეთვე ასეთ ქონებაზე უფლების ანდა ქონებრივი გამორჩენის მიღება მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით“;
გ) მე-3 ნაწილში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის“ შეიცვალოს სიტყვით “დაზარალებულისათვის”.
15. 94-ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები “სახელმწიფო ან საზოგადოებრივი” შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“;
ბ) პირველი ნაწილის დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მითვისება, ესე იგი სხვისი ქონების დაკავება მისაკუთრების მიზნით იმ პირის მიერ, რომელსაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა ან იმყოფებოდა მის გამგებლობაში, ანდა ამ ქონების გაფლანგვა, აგრეთვე სხვისი ქონების გატაცება თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით“.
16. 96-ე მუხლის:
ა) სათაურში, პირველ ნაწილსა და მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი”;
ბ) მე-2 ნაწილის მე-4 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი“ შეიცვალოს სიტყვით “სხვისი”, ხოლო მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6) ბინაში ანდა სხვა სადგომში ან საცავში შეღწევით“.
17. 961 მუხლის სათაურსა და დისპოზიციაში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“.
18. 97-ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“;
ბ) პირველი ნაწილის დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონების ან ქონებაზე უფლების გადაცემის ანდა ქონებრივი სარგებლობის მიღების ან მიცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის იმ პირის ან მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების ანდა მათი ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურების ან მათ შესახებ გამაწბილებელი ცნობების გახმაურების მუქარა, რომლის მფლობელობაში ან გამგებლობაში ანდა დაცვის ქვეშ ეს ქონება იმყოფება“.
19. მე-100 მუხლის:
ა) სათაურსა და პირველ ნაწილში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“;
ბ) მე-2 ნაწილის დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან სხვა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ან ანგარებითი ქვენაგრძნობით, ან ცეცხლის წაკიდებით თუ სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ტყის მასივების განზრახ განადგურება ან მნიშვნელოვნად დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, ანდა ვენახის, ციტრუსოვანთა, დაფნის, ხილ-კენკროვან ან სხვა ნარგავთა დიდი ოდენობით განადგურება ან დაზიანება”.
20. 101-ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“;
ბ) დისპოზიციაში სიტყვები„სახელმწიფო ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვით „სხვისი“, ხოლო სიტყვები „თუ იგი ჩადენილია“ – სიტყვით “ჩადენილი”.
21. 103-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
22. ამოღებულ იქნეს განსაკუთრებული ნაწილის მეხუთე თავი – „დანაშაული მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ”. (150-155-ე და 157-159-ე მუხლები).
23. 206-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და 150-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით“, „და 151-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით“, “და 153-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით“, ხოლო სიტყვები “96-ე და 152-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „96-ე მუხლით“.
II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს 126-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან სიტყვები “157-ე მუხლის პირველი ნაწილით”;
ბ) მე-3 ნაწილიდან სიტყვა “159-ე”;
გ) მე-4 ნაწილიდან სიტყვები „150-155-ე მუხლებით, 157-ე მუხლის მეორე ნაწილით, 158-ე“.
2. მე-400 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „157-ე მუხლის პირველი ნაწილით“.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 18 სექტემბერი.
№1579-I ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები