დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 491 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340150000.10.003.024324 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2020, 340150000.10.003.021861) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1):
1. მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) შემავსებელი კონტეინერი − კონტეინერი, რომელიც შეიცავს ნიკოტინის შემცველ სითხეს და რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ელექტრონული სიგარეტის ავზის შესავსებად.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი სითხე საქართველოს ბაზარზე უნდა განთავსდეს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ შემავსებელ კონტეინერებში, ერთჯერად ელექტრონულ სიგარეტებში ან ერთჯერადი გამოყენების კარტრიჯებში და კარტრიჯების ან ავზების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 მლ-ს, ხოლო შემავსებელი კონტეინერის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მლ-ს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები