დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 12/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.050.22.033.077.235 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.050.22.033.007.235
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №230
2005 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №133, მუხლი 1179) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
,,მუხლი 11. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემთა სისტემის დამტკიცების თაობაზე” ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, მისი განახლება არა უგვიანეს სამ თვეში ერთხელ და საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის ოპერატიული მიწოდების უზრუნველყოფა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს.”.
2. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების” 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ადმინისტრაციული აქტით დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემთა სისტემა” გამოიყენება სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის დადგენის დროს. თითოეული ფასი მკაცრად უნდა იყოს ადრესირებული კონკრეტული საქონლისადმი, რაც იძლევა მოცემული საქონლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. საქონლის იდენტიფიცირება მოიცავს საქონლის დასახელებას (სესსნ-ის მიხედვით), ტექნიკურ პარამეტრებს, მწარმოებელი ფირმის მონაცემებს, საქონლის წარმოშობის ქვეყანას და საქონლის ექსპორტიორ ქვეყანას.”.
3. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესებს” დანართის სახით დაემატოს ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემთა სისტემის” ფორმა თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
დანართი
| საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემთა სისტემა | ||||||||
| № | საქონლის დასახელება | სეს სნ კოდი | ზომის ერთეული | მწარმოებელი ფირმა | წარმოშობის ქვეყანა | ექსპორტიორი ქვეყანა | ერთ. ფასი | |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები