ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ

ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
1265
20/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998
000000000.00(0).000.000000
ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ

საქართველოში სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ტერორისტული აქტების აღკვეთის მიზნით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმების შესაქმნელად და გამოსაყენებლად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 67-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 ნაწილები გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილად:

„ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ზიანი ან ადამიანის მსხვერპლი, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობა, ჩადენილი მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“;

ბ) მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებად;

გ) მე-4 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე“;

დ) მე-6 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე“;

2. 67-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადებაში, მაგრამ ნებაყოფლობით შეწყვიტა ეს ქმედობა და ხელისუფლების ორგანოებს აცნობა ამის შესახებ.“

3. 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე“;

4. 68-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადებაში, მაგრამ ნებაყოფლობით შეწყვიტა ეს ქმედობა და ხელისუფლების ორგანოებს აცნობა ამის შესახებ.“

5. 90-ე მუხლის დისპოზიციიდან ამოღებულ იქნეს ციფრები „65-ე-70-ე“, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„განუცხადებლობა იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ამ კოდექსის 65-70-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დანაშაული,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე“;

6. 901  მუხლის დისპოზიციიდან ამოღებულ იქნეს ციფრები „65-ე-70-ე“, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„წინასწარი შეპირების გარეშე დაფარვა იმ სახელმწიფო დანაშაულისა, რაც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 65-70-ე მუხლებით ,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე“;

7. 206-ე მუხლს სიტყვების „(გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებებში)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „133-ე მუხლით (ადამიანის მოტაცება ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა)“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 118-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანაშაულის ნიშნებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად მოკვლევის ორგანოები ატარებენ საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კერძოდ, ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, ფარული ფოტო- და კინოგადაღება, სატელეფონო თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით წარმოებული საუბრების კონტროლი, კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან ინფორმაციის მოხსნა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. თუ არსებობს სათანადო საფუძველი, რომ ჩადენილია ან მზადდება დანაშაული, მაგრამ არ არსებობს საკმაო მონაცემები სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად, ბრძანებას, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს იმ სასამართლოს მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე, 67-70-ე და 73-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის შემთხვევაში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე. შუამდგომლობას, მიმართვიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე შუამდგომლობის განხილვის, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ; ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, რომელიც მიღებულ მასალებთან ერთად ინახება კანონით დადგენილი წესების დაცვით.

გადაუდებელ შემთხვევაში, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ან როცა შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო, ამ მუხლის პირველ ნაწილში  აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, რის თაობაზედაც მოკვლევის ორგანოს უფროსს პროკურორის სანქციით გამოაქვს მოტივირებული დადგენილება. ამასთან, პროკურორი ვალდებულია ამის თაობაზე 24 საათის განმავლობაში აცნობოს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა ან ტარდება ეს ღონისძიება და მასალები წარუდგინოს შესაბამის მოსამართლეს. პროკურორის მიერ მასალების წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში მოსამართლე შუამდგომლობის განხილვისას და პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების მოსმენის შემდეგ ამოწმებს, ჩატარდა თუ არა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება კანონის შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება: ა) ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების თაობაზე“.

2. 122-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-69-ე, 133-ე და 1331 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში - არა უგვიანეს 24 საათისა.“

ბ) მე-4 ნაწილს სიტყვების „სამი საათისა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-69-ე, 133-ე და 1331 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში - არა უგვიანეს 24 საათისა.“

გ) მე-6 ნაწილს სიტყვების „ექვსი საათისა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-69-ე, 133-ე და 1331 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში - არა უგვიანეს 24 საათისა.“

დ) მე-7 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სავალდებულო წესით“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 20 თებერვალი.

№1265-II