დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 692 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 03/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.030.000.22.027.007.337 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.030.000.22.027.007.337
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №692
2005 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2001 წ., №93) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სადისციპლინო კომისიას ირჩევს საერთო კრება ხუთი წევრის შემადგენლობით 3 წლის ვადით.“.
საფუძველი: საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა 2005 წლის 26 მარტის საერთო კრების ოქმი.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები