„მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 503
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.024336
503
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
240140000.10.003.024336
„მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №503

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2022, 240140000.10.003.023778) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“:

 

1. პირველი მუხლის:

ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) მეწარმე სუბიექტი:

ე.ა) პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღების მსურველი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, ან/და

ე.ბ) 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

ვ) პროგრამული უზრუნველყოფა – პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შემუშავებული ერთიანი ელექტრონული სისტემა;

ზ) მოდული – საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებისა და ბიზნესუნარების გაუმჯობესების მიმართულებების ფარგლებში სააგენტოს მიერ შემუშავებული თემატური პაკეტები.“.

 

2. მე-3 მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონსულტაციო მომსახურების გაწევა მოიცავს ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონკრეტული მეწარმე სუბიექტის დიაგნოსტიკას, მათ შორის, და არამხოლოდ, არსებული პრობლემის იდენტიფიცირებას, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, საკონსულტაციო კომპანიის ჩართულობით, მასზე მორგებული მომსახურების მიწოდებასა და ამავე მომსახურების თანადაფინანსებას.

3. ბიზნესუნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა მოიცავს ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი/ გრძელვადიანი სემინარებისა და ლექციების/ტრენინგების მიწოდებას, მათ შორის, და არამხოლოდ, ბიზნესშეხვედრების ორგანიზებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მასშტაბური ბიზნესკამპანიების ორგანიზებასა და ამ მიზნებისათვის სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობას.

4. საინფორმაციო მომსახურების გაწევა მოიცავს, ერთი მხრივ, ურთიერთობისა და თანამშრომლობის დამყარებას, როგორც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ უწყებებსა და დონორ ორგანიზაციებთან, ხოლო, მეორე მხრივ, პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის, და არა მხოლოდ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნესსფეროს სიახლეებისა თუ სექტორული კვლევების თაობაზე.“.

 

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მეწარმე სუბიექტის კრიტერიუმები

1. პროგრამით განსაზღვრული საკონსულტაციო და ბიზნესუნარების გაუმჯობესების მიმართულებით განსაზღვრული მომსახურებების  მიმართულებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს პირველი მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად III ან IV კატეგორიის საწარმო, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში;

ბ) მისი ეკონომიკური საქმიანობის სახე თავსდება სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ჩამონათვალში;

გ) არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი;

დ) არ არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად I ან II კატეგორიის საწარმოს მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი;

ე) არ აქვს სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);

ვ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

2. პროგრამით განსაზღვრულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით სარგებლობის უფლებამოსილება აქვს:

ა)  პირველი მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მეწარმე სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და

ბ) პირველი მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მეწარმე სუბიექტს.

3. სააგენტო უფლებამოსილია, სამინიტროსთან შეთანხმებით, მოახდინოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე დამატებითი კრიტერიუმების, მათ შორის, პროგრამაში მონაწილეობის შემზღუდველი კრიტერიუმების დაწესება.“.

 

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროსთან შეთანხმებით გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიმართულებით მეწარმე სუბიექტისათვის მისაწოდებელი მოდულების ჩამონათვალი და ამ მოდულების ფარგლებში გასაწევი  მომსახურებების დაფინანსებაში სააგენტოსა და მეწარმე სუბიექტის პროცენტული მონაწილეობის მაჩვენებლები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით ისარგებლოს რამდენიმეჯერ. ამასთანავე, აკრძალულია საკონსულტაციო მომსახურების ერთსა და იმავე მოდულის ფარგლებში მისაწოდებელი მომსახურებ(ებ)ით რამდენიმეჯერ სარგებლობა.“.

 

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მართვას ახორციელებს სააგენტო, ამავე პროგრამისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამასთანავე, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით სააგენტო ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი