„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016557
34
25/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
190020020.35.159.016557
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. მარნეული

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  “მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილების (ვებგვერდი:www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 14/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.159.016361) დანართი №1-ში და 

1. დანართი №1-ის  პირველი მუხლიპირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, მკურნალობის ან/და გამოკვლევის (გარდა 18 წლიდან ზემოთ ასაკის პირებისათვის ფიზიოთერაპიის და მასაჟისა) დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობისა. რესპირატორული დაავადების შემთხვევაში ბენეფიციარს დაუფინანსდება მედიკამენტები წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80% არაუმეტეს 200 ლარისა.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

2. დანართი №1-ის  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულაა 0-დან 120 000-მდე, მედიკამენტების შეძენის, გამოკვლევის ან/და მკურნალობის დაფინანსების მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ეტაპობრივად დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით. ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, კალენდარული წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მედიკამენტების შეძენის, გამოკვლევის ან/და მკურნალობის დაფინანსების მიზნით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხმობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.“

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი (ასეთის საჭიროებისას);

ა.ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

3. დანართი  №1-ის  მე-2  მუხლის  პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოპერაციის ან/ და რეაბილიტაციის ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა ეტაპობრივად წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარისა. იმ პირებისთვის, რომლებიც არიან ეტლს მიჯაჭვულები/მწოლიარეები, ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, დაფინანსებას დაექვემდებარება ჰიგიენური საშუალებები,  წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 500 ლარისა.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. “

4. დანართი  №1-ის  მე-2  მუხლს დაემატოს 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ცერებრალური დამბლის მქონე, არასრულწლოვან შშმ პირებს საკურორტო-სარეაბილიტაციო თერაპია ერთჯერადად დაუფინანსდებათ არაუმეტეს 2000 ლარისა. დაფინანსებას დაექვემდებარება არაუმეტეს ერთი თანხმლები პირის (კანონიერი წარმომადგენელი / მეურვე) საკურორტო მომსახურების ხარჯები:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) არსებობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის ან/და მეურვის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა საკურორტო/სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან;

ა.ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

5. დანართი №1-ის  მე-3   მუხლის   პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირს,  გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და ოპერაციის ან/და მედიკამენტების შეძენის მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში  ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში არაუმეტეს 4000 ლარის ოდენობით, ხოლო კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე;

გ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მოქმედება.“.

6. დანართი  №1-ის  მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახურული გულის ოპერაციის დაფინანსების მიზნით ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად დახმარება გაეწევა, დარჩენილი თანხის არსებობისას დასაფარი თანხის 80%, არაუმეტეს  1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ღია გულის ოპერაციიც დაფინანსების მიზნით, დარჩენილი თანხის არსებობისას დასაფარი თანხის 80%, არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

7. დანართი  №1-ის  მე-5  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ერთჯერადი ფულადი დახმარება

„1. ასი და მეტი წლოვანების ხანდაზმულს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, დახმარება გაეწევა 1000 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დახმარების მიმღები პირის მიმდინარე ეტაპზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

2. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

3. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4. ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით, მისი დაბადებიდან ექვსი კალენდარული თვის ვადაში განცხადების წარმოდგენისას, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს დახმარება გაეწევა პირველ ბავშვზე 250 ლარის ოდენობით. ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარება გაიცემა უკვე შეძენილ შვილებზეც და გასაცემი თანხის მოცულობა გაიზრდება თითოეულისათვის 200 ლარის ოდენობით (ბავშვების რაოდენობის პროპორციულად – პირველ ბავშვისათვის 250 ლარის და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას დაემატოს 200 ლარის ოდენობით). ასევე ტყუპების შეძენის შემთხვევაში, თითოეულისათვის შესაბამისი (მათი რაოდენობის მიხედვით) თანაბარი ოდენობის თანხა.

ა) ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ა.დ) ახალშობილისა და მისი დედმამიშვილის (ასეთის არსებობისას) დაბადების მოწმობის ასლი;

ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

5. 0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ არასრულწლოვანი შვილის მარტოხელა მშობელს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, გაეწევა დახმარება 200 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი რეგისტრირებული ქორწინების არარსებობის თაობაზე ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს პირის, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარტოხელა დედობის სტატუსს);

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.ვ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

6. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ოჯახს, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილ ოჯახს და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ოჯახს, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი რაოდენობის არასრულწლოვანი შვილი, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი(საჭიროების შემთხვევაში);

ა.ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);

ა.ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);

ა.ზ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

7. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილ ოჯახებს და ომში დაღუპული მეომრების ოჯახს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით, ხოლო დედ-მამით ობოლ არასრულწლოვან ბენეფიციარს 200 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

8. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, უსინათლო ან/და ყრუ-მუნჯ მოქალაქეს დახმარება გაეწევა 100 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

9. არასრულწლოვანი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და ასევე ონკოლოგიურად დაავადებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოწმობის ასლი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ა.ე) ონკოლოგიურად დაავადებული ბენეფიციარების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

10. 0-დან 15 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ოჯახს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 400 ლარის ოდენობის თანხით.

ა) ამ მუხლის მეათე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

8. დანართი  №1-ის  მე-6  მუხლის  მე-2 და მე-3  პუნქტები    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ:

ა) მხედველობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე ასაკის უსინათლო ბენეფიციარებს – 160 ლარის ოდენობით;

ბ)  მხედველობის მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს – 130 ლარის ოდენობით;

გ) ყრუ-მუნჯ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს – 130 ლარის ოდენობით;  

დ) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

დ.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

დ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ.გ) შესაბამისი სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;

დ.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

3. დიალიზზე მყოფ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 100 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის  დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს 130   ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.

9. დანართი  №1-ის  მე-7  მუხლის  მე-3  პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. დანართი  №1-ის  მე-7  მუხლის  მე-5  პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებს,  მათ შორის ომში დაღუპული ვეტერანების შვილებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

ა.დ) მშობლის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.ე) ომში დაღუპული მშობლის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა და გარდაცვალების აქტი;

ა.ვ) ბენეფიციარის (სტუდენტის) დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.“.

11. დანართი  №1-ის  მე-7  მუხლის  მე-6  პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც სწავლობს საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს ან/და პროფესიულ პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.“.

12. 11. დანართი  №1-ის  მე-7  მუხლს დაემატოს 61  პუნქტი  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც სწავლობს საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს ან/და პროფესიულ პროგრამაზე, ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესების და განვითარების მიზნით, კვარტალურად დახმარება გაეწევათ 1000 ლარის ოდენობით.

ა) ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან, სწავლის აქტიური სტატუსის შესახებ;

ა.დ) პირადი ანგარიშსწორების ანგარიში;

ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო ანგარიშზე.“.

13. დანართი  №1-ს დაემატოს 71   და   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. ძალადობის მსხვერპლი ქალის დახმარება

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც ყავს არასრულწლოვანი შვილი/შვილები ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვის ვადით, 300 ლარის ოდენობით, რომელზეც განხორციელდა ძალადობრივი აქტი და მტკიცდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

ა) ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) არასრულწლოვნ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) ცნობა არასრულწლოვნ(ებ)ის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;

ა. ე)  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ, ოჯახის შეფასების დასკვნა /ან სარეკომენდაციო წერილი, ძალადობის ფაქტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე