დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 965 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 31/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.014.068 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.068
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №965
2009 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს 261 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„261. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილია სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება, საბაჟო მოხელის მიერ მოწმდება, რამდენად შეესაბამება დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში მითითებული და სხვა დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონელი ან/და ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ მონაცემებს, ან თუ გასულია წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მოქმედების 1-წლიანი ვადა, საბაჟო მოხელე უფლებამოსილია, დეკლარირებული საქონლის მიმართ სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის გადამოწმებისას არ გაითვალისწინოს წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების შინაარსი.“.
2. მე-8 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. გრაფა 16. „წარმოშობის ქვეყანა“ – გრაფაში ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები