„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 393/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016816
393/04
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
200090000.18.011.016816
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №393/04

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02/05/2023; ს/კ:200090000.18.011.016687) დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შუამავალი პროვაიდერი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შუამავალი პროვაიდერი;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა და იმავე დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დაინტერესებული პირი გეგმავს ამ წესის დანართი №2-ის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურებების განხორციელებას, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, დამატებით წარადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების“ მე-3, მე- 4 და მე-5 მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა და იმავე დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევაში ამავე გამონაკლისებთან შესაბამისობის აღწერა.“.

3. დანართი №5 და დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა