„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016636
33
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010250020.35.162.016636
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №33

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2022,  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016590) შეტანილ  იქნას ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იურიდიული სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:

ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.“.

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:

ლ.ა) ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  საქმიანობის სამართლებრივ მომსახურება; თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მერიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში; მოქალაქეთა განცხადებების/ საჩივრების განხილვა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, შესაბამისი დასკვნების და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, მოხელეთა უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის სამართლებრივი კონსულტირება.“.

4. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ზედამხედველობის სამსახურის ძრითადი ფუნქციებია: ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე; მისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის შედგენა და სახდელის შეფარდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი