უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 4 23 00003723
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 18/12/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი
REG 4 23 00003723
18/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანება №REG 4 23 00003723

2023 წლის  18 დეკემბერი         

ქ. თბილისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ 36-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს სახელწოდებისა და მისამართის ცვლილება: კერძოდ, „შპს ,,აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი „ენმედიცი-ს (ს/კ 206047400; ფაქტიური მისამართი: თბილისი, წინანდლის ქუჩა №9) ნაცვლად, დაფიქსირდეს „შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი“ (ს/კ 206047400; ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა, №9-11)" და შესაბამისად, გაიცეს  ,,პათოლოგანატომიური საქმიანობის" ახალი სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო მოწმობის დანართები:

ა),,ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“;

ბ),,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“;

გ),,მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა.

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი „ენმედიცი-ს (ს/კ 206047400) დირექტორის, კობა ბურნაძის განცხადება: N1300184, 05.12.2023წ. და თანდართული დოკუმენტაცია.

სააგენტოს დირექტორი    ირაკლი მხეიძე