„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024363
530
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
470230000.10.003.024363
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №530

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) 2024 წლის 1 მარტიდან, გარდა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა (ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ქ. ქუთაისის თვითმმართველი ქალაქები), ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება:

თ.ა) რომელსაც, 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 2,500 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი). გამონაკლისი დაიშვება:

თ.ა.ა) მუნიციპალიტეტში სერვისის ერთადერთ მიმწოდებელზე;

თ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე;

თ.ა.გ) სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის (მათ შორის, გეოგრაფიული) გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;

თ.ბ) რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად; 

ი) „სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 27 03 03 07 03) განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის (ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობა) სერვისის უწყვეტობის  მიზნით ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის („სოფლის ექიმი – პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეკომპონენტის განმახორციელებელი) მართვის ქვეშ არსებული დაწესებულებები:

ი.ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში – შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;

ი.ბ) ქ. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში – შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო.“.

2. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ.ე“ ქვეპუნქტი:

„ნ.ე)  ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ინსტრუმენტული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უზრუნველყოს არა უმეტეს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეფერენტული ტარიფებით.“.

3.  23-ე მუხლს 361 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 362 პუნქტი:

„362. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის 2024 წლის 1 მარტიდან პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩანაცვლებულ მიმწოდებელთან რეგისტრირებული მოსარგებლეების უწყვეტი მომსახურება განხორციელდება მათი ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი