„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.024372
549
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
130000000.10.003.024372
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №549 

2023 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17 ივლისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/07/2019, 130000000.10.003.021355) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების“ (დანართი №1):

 ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური:

ა) პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან  ურთიერთობის დამყარება და შემდგომი კოორდინაცია; 

ბ) საბჭოს აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიების, მისი დამუშავებისა და შემდგომი ანალიზის ხელშეწყობა;

გ) საბჭოს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მემორანდუმების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება და ინიციირება;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

გ)  41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი

1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საბჭოს აპარატის უფროსისა და საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის წინაშე.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;

გ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მითითებების/ინსტრუქციების შესრულებას სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;

ე) ანაწილებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესულ კორესპონდენციას;

ვ) აანალიზებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას და საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;

თ) საბჭოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ახორციელებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი