დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/31/1768
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016886
2/31/1768
15/12/2023
ვებგვერდი, 09/01/2024
000000000.00.000.016886
დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/31/1768

2023 წლის 15 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე სხდომის თავმჯდომარე ;

ირინე იმერლიშვილი წევრი ;

ხვიჩა კიკილაშვილი წევრი ;

თეიმურაზ ტუღუში წევრი , მომხსენებელი მოსამართლე .

 სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი : საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59- მუხლის მე -3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტთან მიმართებით .

  I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით ( რეგისტრაციის №1768) მომართა დავით ნებიერიძემ. №1768 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 10 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.

2. №1768 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი , 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59- მუხლის მე -3 ნაწილის თანახმად , თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი , სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა . განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე , მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით , ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა , გარდა ალიმენტის გადახდევინების , დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით , ან მარჩენლის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების , შრომითი ურთიერთობებიდან , „ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა , რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა .

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ . დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით , არაუგვიანეს 48 საათისა . თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ , პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს .

5. №1768 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პოლიციამ მოსარჩელე დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის. დაკავებიდან 24 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეს გაუგრძელდა დაკავების ვადა 24 საათის განმავლობაში. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, მოსარჩელის ადვოკატებმა საქმის განმხილველი მოსამართლის წინაშე დააყენეს შუამდგომლობა დაკავების კანონიერების შესწავლის თაობაზე, რაც საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ დაკავების კანონიერების შეფასება ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი იყო.

6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს , რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს , რა ვადაში განიხილება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხი . შესაბამისად , საქმის განმხილველი სასამართლოები იყენებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრებულ ნორმას , რომლის თანახმად , ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხი ფასდება , მინიმუმ 2, ხოლო , მაქსიმუმ 5 თვის ვადაში . მოსარჩელე მხარის აზრით , ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტში პირდაპირ დადგენილ საპროცესო გადაწყვეტას , რომლის თანახმად , პირის სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე დაკავების შემთხვევაში , უნდა მოხდეს დაკავებული პირის წარდგენა სასამართლოში არაუგვიანეს 48 საათისა , ხოლო აღნიშნულმა სასამართლომ შემდგომი 24 საათის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს დაკავების კანონიერების საკითხი , აგრეთვე დაკავებული პირი დატოვოს პატიმრობაში ან გაათავისუფლოს იგი . ამდენად , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული 72 საათი არის ის დრო , როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით , შეფასებული უნდა იქნეს , მათ შორის , პირის დაკავების კანონიერება . კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია , რომ 72 საათიან ვადასთან დაკავშირებით , ერთადერთი გამონაკლისია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა , როდესაც საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია , მე -13 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების დეკრეტით შეჩერება .

7. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს. ამასთან, მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

  II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია , იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს . ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით კი , განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად , „ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად .

2. №1768 კონსტიტუციური სარჩელით , სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59- მუხლის მე -3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტთან მიმართებით . გასაჩივრებული ნორმის თანახმად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი , სასამართლო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა . განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე , მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით , ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა , გარ და გამონაკლისი შემთხვევებისა , რომლებიც სადავო ნორმაში ამომწურავადაა ჩამოთვლილი . მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტს , რადგან განმხილველი სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების საკითხი , ნაცვლად კონსტიტუციით პირდაპირ განსაზღვრული 72 საათისა , ფასდება , მინიმუმ 2, ხოლო , მაქსიმუმ , 5 თვის ვადაში .

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59- მუხლის მე -3 ნაწილის ანალიზი ცხადყოფს , რომ მისი რეგულირების სფეროს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოებში საქმეთა განხილვის ორდინალური და საგამონაკლისო საპროცესო ვადების განსაზღვრა . მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტით განსაზღვრული 72 საათის განმავლობაში , სასამართლომ უნდა იმსჯელოს არა მხოლოდ დაკავებული პირის პატიმრობაში დატოვების / მისი გათავისუფლების საკითხზე , არამედ , ასევე შეაფასოს პირის დაკავების კანონიერებაც . ამისგან განსხვავებით კი , ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენისას არ ფასდება მისი დაკავების კანონიერების საკითხი , ხოლო სასამართლოსთვის დამოუკიდებელი წარმოების ფარგლებში მიმართვის შემთხვევაში , გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე , დაკავების კანონიერება შეიძლება შემოწმდეს 2 ან 5 თვის ვადაში . აღნიშნული კი , მოსარჩელის აზრით , ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტის მოთხოვნებს . ამდენად , №1768 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით , ცხადი ხდება , რომ მოსარჩელე ითხოვს , სასამართლომ , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტის მე -2 წინადადებით გათვალისწინებულ ვადაში ( პირის სასამართლოში წარდგენიდან 24 საათში ) იმსჯელოს , სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირის დაკავების კანონიერების საკითხზე და შეაფასოს , რამდენად სწორად , კანონის შესაბამისად მოხდა მისთვის თავისუფლების შეზღუდვა .

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირებისა და ერთმანეთისაგან გამიჯვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე . სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „ საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს , რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული . კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა , კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები სალომე ქინქლაძე , ნინო კვეტენაძე , ნინო ოდიშარია , დაჩი ჯანელიძე , თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-12). „ კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება , უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა , ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-11).

5. საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით , დაცულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის , მისი პირადი თავისუფლების ფუნდამენტური უფლება , რომელშიც ჩარევა , სახელმწიფოს მხრიდან , უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio ღონისძიება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის 2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ , II-15). სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვისას, სახელმწიფოს სამოქმედო არეალს მკაცრად შემოფარგლავს. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, თავისუფლების უფლებაში არათანაზომიერი ან/და თვითნებური ჩარევის პრევენციის მიზნით, ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას განსაზღვრავს. ამავე დროს , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტის მე -2 წინადადებით , დადგენილია ზოგადი წესისგან გამონაკლისი , როდესაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში , დაკავება ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა შესაძლებელია , განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც , თუ სასამართლოს გადაწყვეტილების მოპოვება შეუძლებელია ან/და დაყოვნება რეალურ საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ მიზნებს - საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას, სხვათა უფლებების დაცვას ან მართლმსაჯულების განხორციელებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-11).

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , კონსტიტუცია , გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში , ითვალისწინებს ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც , თუმცა ასეთი საგამონაკლისო შემთხვევები დროის მკაცრ ჩარჩოში ექცევა ( იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-13). გამონაკლის შემთხვევაში , როდესაც პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული , ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს 72 საათის განმავლობაში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ( იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-13; ასევე იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-206). ამდენად , საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დასაშვებად მიიჩნევა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანის დაკავება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თუმცა იმ პირობით, რომ პირი სასამართლოს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 48 საათში და თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ / ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ , იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს .

7. პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის პროცესში საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტის მე -2 წინადადების მოთხოვნაა , რომ სასამართლო მონაწილეობდეს როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა სხვა ორგანოს ქმედების კანონიერების მაკონტროლებელი . სასამართლოს ჩართულობა ემსახურება არა რომელიმე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას , არამედ უფლების შეზღუდვის საკითხის პირველად გადაწყვეტას . საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტის მე -2 წინადადების არსებობის თავისთავად მიზანს ( . . raison d'etre) წარმოადგენს არა პირის გადაუდებელი აუცილებლობით დაკავებისას ამ ქმედების კანონიერების შემოწმება , არამედ კონსტიტუციით ნებადართული დროითი ჩარჩოს მიღმა , სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის დაუშვებლობა . სწორედ იმიტომ , რომ ხანგრძლივი დროით არ მოხდეს პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა , საქართველოს კონსტიტუცია , ერთი მხრივ , განსაზღვრავს დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადას , ხოლო , მეორე მხრივ , თავად სასამართლოს უდგენს პირის დაკავების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადას - 24 საათს . სწორედ ამ დროში უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ , როგორც ნეიტრალურმა და მიუკერძოებელმა ორგანომ , არსებობს თუ არა პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის საჭიროება .

8. მართალია , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტის მე -2 წინადადების მიზანს არ წარმოადგენს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაკავების კანონიერების შემოწმება , თუმცა , ცხადია , პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის ცალკეული შემთხვევები არ უნდა დარჩეს კონსტიტუციურ კონტროლს მიღმა . იმ შემთხვევაში , თუკი მოსარჩელე მიიჩნევს , რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირის დაკავების კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საფუძველი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს , მას შეუძლია , აღნიშნული დანაწესი გაასაჩივროს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . ამასთანავე , თუ მოსარჩელე მხარე სადავო ნორმით განსაზღვრულ სასამართლო განხილვის არსებულ პროცედურასთან დაკავშირებით მიიჩნევს , რომ იგი ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის უფლებებისა და ინტერესების სწრაფად და ეფექტიანად დაცვას , მაშინ მან უნდა წარმოადგინოს სათანადო არგუმენტაცია და იდავოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის მუხლთან დაკავშირებით , რომელიც სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას , არსებულ სამართლებრივ სისტემაში სასამართლოს გადაწყვეტილებები მიიღებოდეს გონივრულ ვადებში , გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე . ხოლო იმ შემთხვევაში , თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ არსებული სამართლებრივი პროცედურის მიღმაც , მას , როგორც უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს , ეზღუდება რომელიმე მატერიალური , მაგალითად , კომპენსაციის მიღების უფლებით ეფექტიანად სარგებლობა , მაშინ მან ცალკეული რეგულირება სადავოდ უნდა გახადოს კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით , რომელიც განსაზღვრავს რელევანტური მატერიალური უფლების შინაარსს .

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1768 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე .

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის ქვეპუნქტის , „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271  მუხლის მე -2 პუნქტის , 31- მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 311  მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312  მუხლის მე -8 პუნქტის , 313  მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის , 315  მუხლის პირველი , მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316  მუხლის მე -2 პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის , 43- მუხლის საფუძველზე ,

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1768 კონსტიტუციური სარჩელი („ დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში