„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018441
23/ნ
12/02/2024
ვებგვერდი, 12/02/2024
430030000.22.022.018441
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №23/ნ

2024 წლის 12 თებერვალი 

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანების (სსმ, 09.01.2007, №3, მუხ. 22)  პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის“ მე-4 მუხლს მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს 71 და 72 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„71. უმაღლესი განათლების შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემოქმედებითი/საშემსრულებლო პრაქტიკული სახის პროექტის/ნამუშევრის შეფასების შემდეგ სისტემას:

ა) წარმატებით ჩააბარა – 91-100 ქულა;

ბ) ჩააბარა – 51-90 ქულა;

გ) ვერ ჩააბარა – 50 ქულა და ნაკლები.

72. ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს შეფასების გადაყვანას ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ შეფასების სისტემაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი