გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/34145-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 13/12/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/34145-23
13/12/2023
ვებგვერდი, 16/01/2024
გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/34145-23 (330210323008323015)

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

2023 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი შპს „აგროინფორმი (ს/ნ 203845722)

შპს „აგროინფორმის (ს/ნ 203845722)  ლიკვიდატორის  შპს ,,რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) ხაელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი თამარ მუმლაძე (პ/ნ 01005022906)

მოთხოვნა   შპს „აგროინფორმი“ მიმართ   გაკოტრების რეჟიმის გახსნა

სასამართლომ გამოარკვია:     

2023 წლის 11 დეკემბერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა, შპს „აგროინფორმი“-ს ლიკვიდატორის შპს ,,რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) ხაელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, რომელმაც მოითხოვა შპს „აგროინფორმი“-ს მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, ამჟამად კომპანია არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და არ ჰყავს დასაქმებული. 2019 წლის  02 დეკემბრს, შპს ,,აგროინფორმის“ (ს/ნ 203845722) პარტნიორთა საერთო კრებაზე კომპანიის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავსირებით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო კმპანიის ლიკვიდაციის პროცესი. თუმცა წარმოშობილი კრედიტორული დავალიანების გამო, ლიკვიდაციის პროცესი არ დასრულებულა. შპს ,,აგროინფორმს“ (ს/ნ 203845722)  საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები არ ერიცხება. შპს ,,აგროინფორმი“ (ს/ნ 203845722) წარმოადგენს შპს ,,ღოუბანი-97“ (ს/ნ 230805705) 50% წილის მესაკუთრეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენს 0 ლარს. აღნიშნული კომპანია არ ფუნქციონირებს და მიმდინარეობს მისი დაშლის პროცესი.

შპს ,,აგროინფორმს“ (ს/ნ 203845722) დებიტორული მოთხოვნები, უზრუნველყოფილი კრედიტორული, სამომავლო, პირობითი, მიმდინარე რეგულარული და საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს,ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს, მისი ლიკვიდატორი შპს ,,რებილიტაცია“ (ს/ნ 206096419, მის.: ქ.თბილისი ვაკის რაიონი, ჯიქიას ქუჩა №8, სართული №1) მის მიმართ საწარმოს ერიცხება, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაშლის რეგისტრაციის მიზნით გადახდილი მომსახურების ღირებულების თანხა -207.50 ლარი.

შპს ,,აგროინფორმს“ (ს/ნ 203845722) არ გააჩნია მიმდინარე ხელშეკრულებები; ამასთან კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს სააღსრულებო და სხვა გადახდიუუნარობის საქმისწარმოება. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული 2023 წლის 16 ნოემბრის ID: 13690716 შტრიხკოდი:3374306 ცნობა, წარმოადგენს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ  შპს ,,აგროინფორმ მოქმედი საბანკო ანგარიშწორების არ აქვს გახსნილი არცერთ ბანკში. კომპანია არ ფლობს თანხას ასევე, სალაროში.“ (ს/ნ 203845722)

,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესხებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის  მე-3 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს წარმომადგენელი გაკოტრების რეჟიმის გახსნას. ამასთან ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში შპს ,,აგროინფორმი“ (ს/ნ 203845722) თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“  კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდიუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე  თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდიუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ შპს ,,აგროინფორმი“ (ს/ნ 203845722) გადახდისუუნაროა და არა, მოსალოდნელი გადახდიუუნარო, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განცხადების წარდგენა არ საჭიროებს პარტნიორთ კრების თანხმობას.

სასამართლო  გაეცნო  წარმოდგენილ  განცხადებას,  თანდართულ  მასალებს  და  მიაჩნია, რომ შპს ,,აგროინფორმის“ (ს/ნ 203845722) წარმოამდგენელს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, განცხადების წარმოებაში მიღებაზე  შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე სატრანსპორტო საშუალებები არ ერიცხება; კომპანია 50% წილს ფლობს შპს ,,ღოუბანი-97“-ში (ს/ნ 230805705), რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენს 0 ლარს. აღნიშნული კომპანია არ ფუნქციონირებს და მიმდინარეობს მისი დაშლის პროცესი.

დებიტორული მოთხოვნები, უზრუნველყოფილი კრედიტორული, სამომავლო, პირობითი, მიმდინარე რეგულარული და საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს,ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს, მისი ლიკვიდატორი შპს ,,რებილიტაცია“ (ს/ნ 206096419, მის.: ქ.თბილისი ვაკის რაიონი, ჯიქიას ქუჩა №8, სართული №1) მის მიმართ საწარმოს ერიცხება, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაშლის რეგისტრაციის მიზნით გადახდილი მომსახურების ღირებულების თანხა -207.50 ლარი.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „აგროინფორმი“-ს (ს/კ: 203845722) ლიკვიდატორს  შპს ,,რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) ხაელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს თამარ მუმლაძეს (პ/ნ 01005022906) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სიტემაში.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.   

 

 მოსამართლე        არჩილ კოჭლამაზაშვილი