გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/35730-23
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 08/01/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/35730-23
08/01/2024
ვებგვერდი, 17/01/2024
გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმ ე № 330211923008428350  

 

საქმე №2/35730-23

 

 

 

ბა

 

საქართველოს სახელით

 

 

 

გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

 

 

 

2024 წელი 8 იანვარი

 

ქ. თბილისი

 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე  ალექსანდრე გზირიშვილი

 

განმცხადებელი (მოვალე)   შპს „ოპტიო“

 

წარმომადგენლები   შოთა გიორგობიანი (დირექტორი), შპს „მაკგილი“, ბერდია ახალბედაშვილი, სალომე გულუა

 

მოთხოვნა   შპს „ოპტიო “ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

 

განხილვის ფორმა -  ზეპირი მოსმენის გარეშე

 

 

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ     გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :     

 

2023 წლის 28 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ოპტიო “ წარმომადგენელმა, დირექტორმა შოთა გიორგობიანმა, რომელმაც მოითხოვა შპს „ოპტიო “ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით.

 

განმცხადებლის განმარტებით, შპს „ოპტიო“ (ს/5 404520737) შემდგომში „მოვალე“) დაფუძნდა 2016 წლის 14 ოქტომბერს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის საქმიანობის ფარგლებში. მოვალეს არასდროს მიუღია შემოსავალი საქმიანობის შედეგად 2017 წლიდან კი საერთოდ არ ახორციელებს საქმიანობას რესურსების (ფინანსური, ადამიანური) არ ქონის გამო.

 

შპს „ოპტიოს“ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება და გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ 2017 წლიდან მოვალე საქმიანობას არ ახორციელებს და არც მომავალში აპირებს რაიმე საქმიანობის განხორციელებას. მისი საქმიანობა წლებია შეჩერებულია და მისი სამომავლო და პირობითი ვალდებულებები მისი აქტივების ჯამს აღემატება. 

 

შპს „ოპტიოს“ არ გააჩნია არც უძრავ-მოძრავი ქონება (მათ შორის არც ბეჭედი ან სალარო აპარატი) და არც თანხა საბანკო ანგარიშებზე. გარდა ამისა, შპს „ოპტიო“ არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში.

 

შპს „ოპტიოს“ გახსნილი აქვს მიმდინარე საბანკო ანგარიში სს „საქართველოს ბანკში“ (მის.: ი. გაგარინის ქ. №29ა, თბილისი), რომლის ყოველთვიური მომსახურების საფასურიც შეადგენს 5 (ხუთ) ლარს. შესაბამისად, შპს „ოპტიოს“ საბანკო ანგარიშებზე თანხის არარსებობის გამო უახლოეს პერიოდში წარმოეშვება დავალიანება ანგარიშისა და ინტერნეტბანკის მომსახურების საფასურის სახით.

 

შპს „ოპტიოს“ აქტივების ღირებულება შეადგენს 0 ლარს და მას არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები. შპს „ოპტიოს“ შემოსავლების სამსახურის მიმართ არ გააჩნია რაიმე სახის დავალიანება.

 

შპს „ოპტიო“ არ არის მხარედ ჩართული სასამართლო დავაში და შესაბამისად, არ გააჩნია მიმდინარე სასამართლო დავები.

 

შპს „ოპტიოს“ არ აქვს შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არცერთ პირთან და არ ჰყავს დასაქმებული პირ(ებ)ი: შპს „ოპტიოს“ დირექტორი შოთა გიორგობიანი (პ/ნ 01026011827) არ ღებულობს და წლებია არ მიუღია ანაზღაურება შპს „ოპტიოს“ ხელმძღვანელობისათვის.

 

შპს „ოპტიოს“ არ ჰყავს კრედიტორები. ერთადერთი დავალიანება, რომელიც შპს „ოპტიოს“ შეიძლება წარმოეშვას არის საბანკო ანგარიშის მომსახურების საფასური (წინამდებარე განცხადების მე-4 ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად). შესაბამისად, შპს „ოპტიოს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება კრედიტორთა ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. 

 

შპს „ოპტიო“, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, ქონებისა და ფულადი სახსრების არარსებობის გამო.

 

განცხადების სამართლებრივი დასაბუთება

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით. 

 

ამავე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს: ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით. 

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს მოვალეს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ენდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულია ის ჩამონათვალი, რაც მითითებული უნდა იყოს გადანდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს. 

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47–ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. 

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შე–7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს. კერძოდ, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ–ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით, გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობითი ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა რომ მოვალეა დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელდება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზეა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. 

 

მოთხოვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, შპს „ოპტიოს“ (ს/ნ 404520737) მიმართ დაიწყოთ გადანდისუუნარობის საქმის წარმოება გაკოტრების რეჟიმით.

 

სასამართლო   გაეცნო  წარმოდგენილ  განცხადებას,  თანდართულ  მასალებს  და  მიაჩნია, რომ შპს „ოპტიოს“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება  რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს: ა) მოვალეს – საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს განმცხადებლის მიერ სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაციის ნუსხას. კერძოდ, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს:

 

ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

 

ბ) განმცხადებლის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

 

გ) განმცხადებლის სტატუსი, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

 

დ) განმცხადებლის წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისამართი, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებლის წარმომადგენელს შეაქვს;

 

ე) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

 

ვ) არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირია;

 

ზ) იმის დასაბუთება, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს;

 

თ) მოთხოვნა ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

 

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის ცნობილია განმცხადებლისთვის):

 

ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს;

 

ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ;

 

გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ;

 

დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

 

3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს:

 

ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

 

ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ;

 

გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა;

 

დ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

 

ე) გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალი. მიეთითება საბალანსო  ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხების შესახებ ინფორმაცია;

 

ვ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია;

 

ზ)  ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;

 

თ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია;

 

ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში − მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

კ) მითითება იმის თაობაზე, რომ მას სურს გაკოტრება / აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.

 

ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

 

გამოსაყენებელი კანონის 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით კი, განსაზღვრულია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია, ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

 

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

 

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

 

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

 

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

 

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

 

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

 

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

 

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

 

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
განსახილველი საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:

 

·  შპს „ოპტიო“ (ს/5 404520737) შემდგომში „მოვალე“) დაფუძნდა 2016 წლის 14 ოქტომბერს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის საქმიანობის ფარგლებში. მოვალეს არასდროს მიუღია შემოსავალი საქმიანობის შედეგად, 2017 წლიდან კი საერთოდ არ ახორციელებს საქმიანობას რესურსების (ფინანსური, ადამიანური) არ ქონის გამო.

 

·   შპს „ოპტიოს“ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება და გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნა ემყარება იმ გარემოებას, რომ 2017 წლიდან მოვალე საქმიანობას არ ახორციელებს და არც მომავალში აპირებს რაიმე საქმიანობის განხორციელებას. მისი საქმიანობა წლებია შეჩერებულია და მისი სამომავლო და პირობითი ვალდებულებები მისი აქტივების ჯამს აღემატება. 

 

·  შპს „ოპტიოს“ არ გააჩნია არც უძრავ-მოძრავი ქონება (მათ შორის არც ბეჭედი ან სალარო აპარატი) და არც თანხა საბანკო ანგარიშებზე. გარდა ამისა, შპს „ოპტიო“ არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში. 

 

·  შპს „ოპტიოს“ გახსნილი აქვს მიმდინარე საბანკო ანგარიში სს „საქართველოს ბანკში“ (მის: ი. გაგარინის ქ. N29ა, თბილისი), რომლის ყოველთვიური მომსახურების საფასურიც შეადგენს 5 (ხუთ) ლარს. შესაბამისად, შპს „ოპტიოს“ საბანკო ანგარიშებზე თანხის არარსებობის გამო უახლოეს პერიოდში წარმოეშვება დავალიანება ანგარიშისა და ინტერნეტბანკის მომსახურების საფასურის სახით. 

 

· შპს „ოპტიოს“ აქტივების ღირებულება შეადგენს 0 ლარს და მას არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები. შპს „ოპტიოს“ შემოსავლების სამსახურის მიმართ არ გააჩნია რაიმე სახის დავალიანება. 

 

·  შპს „ოპტიო“ არ არის მხარედ ჩართული სასამართლო დავაში და შესაბამისად, არ გააჩნია მიმდინარე სასამართლო დავები. 

 

·   შპს „ოპტიოს“ არ აქვს შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არცერთ პირთან და არ ჰყავს დასაქმებული პირ(ებ)ი: შპს „ოპტიოს“ დირექტორი შოთა გიორგობიანი (პ/ნ 01026011827) არ ღებულობს და წლებია, არ მიუღია ანაზღაურება შპს „ოპტიოს“ ხელმძღვანელობისათვის.

 

·   შპს „ოპტიოს“ არ ჰყავს კრედიტორები. ერთადერთი დავალიანება, რომელიც შპს „ოპტიოს“ შეიძლება წარმოეშვას არის საბანკო ანგარიშის მომსახურების საფასური (წინამდებარე განცხადების მე-4 ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად). შესაბამისად, შპს „ოპტიოს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება კრედიტორთა ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. 

 

·   შპს „ოპტიო“, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, ქონებისა და ფულადი სახსრების არარსებობის გამო.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასმართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა განმცხადებლის მიერ მითითებული ნორმით (კანონის 7.3.ა მუხლი) გათვალისწინებული მოცემულობა, რის შესაბამისადაც, აშკარაა, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში, ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული კანონის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით, დასტურდება, რომ განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება და მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

 

 

 

ყოველივე ზემოაღნიშნიულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების გახსნის წინაპირობები, რის გამოც, მხარეს უარი უნდა ეთქვას განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

 

ა :

 

1. უარი ეთქვას შპს „ოპტიო“-ს (ს/ნ 404520737) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge ).

 

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.   

 

 

 

  მოსამართლე                                                         ალექსანდრე გზირიშვილი