„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 37/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018455
37/ნ
15/02/2024
ვებგვერდი, 15/02/2024
430210000.22.022.018455
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №37/ნ

2024 წლის 15 თებერვალი

ქ.თბილისი

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ  ბრძანების (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016791) მე-6 მუხლით გათვალისწინებული №6 დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2023 წლის 6 ივლისიდან – 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, გაცემულ საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატებზე და მათ დუბლიკატებზე, ასევე სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატსა და საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატზე შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო ამ ბრძანების მე-6 მუხლით გათვალისწინებული №6 დანართის დანართით განსაზღვრული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭედი.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი