„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 26/01/2024
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040170030.57.069.016200
52
26/01/2024
ვებგვერდი, 29/01/2024
040170030.57.069.016200
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №52

2024 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ მე-10 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, თუ პრეტენდენტი წინადადებების მიღების დასრულებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე, აგრეთვე, საბჭოში გასაჩივრდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის შეწყვეტის შესახებ, რა დროსაც პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ კონკურსის შეწყვეტიდან გასულია 10 დღე.“.

ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადის დასრულება შაბათ-კვირას ან უქმე დღეს ემთხვევა, პრეტენდენტს გარანტია დაუბრუნდება მომდევნო სამუშაო დღის დასრულებისთანავე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე