„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017199
22
26/01/2024
ვებგვერდი, 29/01/2024
280120000.22.026.017199
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №22

2024 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სამხედრო მოსამსახურისათვის (რეზერვში ჩარიცხული პირის გარდა) – წოდებრივი სარგოსგან, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან. სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება ეძლევა თავისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით;

ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – თანამდებობრივი (დანართი №3) და წოდებრივი (დანართი №4) სარგოებისგან, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან;

გ) სამოქალაქო ოფისის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – თანამდებობრივი (დანართი №9) და წოდებრივი სარგოებისგან (დანართი №4), კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან;“.

2. მე-6 მუხლის:

პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით ან ამ ბრძანების მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციით;“;

მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ სამხედრო მოსამსახურე ან და  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი არ დგას კვების კმაყოფაზე, მას კვების ნაცვლად მიეცემა კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდებისა.

3. კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია არ მიეცემათ:                                                        

ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხულ მსმენელებს;

ბ) სამხედრო მოსამსახურეებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანების 1​5 პუნქტით განსაზღვრულ იმ პერიოდზე, როდესაც არ უნდა განხორციელდეს მათი კვებითი უზრუნველყოფა. მიუხედავად ამ ქვეპუნქტის მოთხოვნისა, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია გაიცემა თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში 4 თვის განმავლობაში.

გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანების 15 პუნქტით განსაზღვრულ იმ პერიოდზე, როდესაც არ უნდა განხორციელდეს მათი კვებითი უზრუნველყოფა. მიუხედავად ამ ქვეპუნქტის მოთხოვნისა, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია გაიცემა კადრების განკარგულებაში ყოფნისას 2 თვის განმავლობაში..

3. მე-7 და მე-8  მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

1. კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია სამხედრო მოსამსახურეებისათვის განისაზღვროს თვეში:

ა) საერთო საჯარისო შემადგენლობისთვის – 75 ლარის ოდენობით;

ბ) სამხედრო მფრინავებისათვის და მფრინავი შემადგენლობისთვის – 145 ლარის ოდენობით;

გ) მეზღვაურთა შემადგენლობისთვის – 85 ლარის ოდენობით;

დ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის განისაზღვროს თვეში 75 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურების პერიოდისათვის. არასრული თვის შემთხვევაში კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია იანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით.

მუხლი  8

კონტრაქტორების მიერ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა კვების უზრუნველყოფის ორგანიზების განხორციელების შემთხვევაში კვების ყოველდღიური ნორმის ღირებულებას ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი  მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება:

ა) წოდებრივი სარგო;

ბ) დანამატები;

გ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია.

2. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე დაეკისრება მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად, როგორც წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრულ დანამატებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ოდენობა აღემატება მოსამსახურის დანამატის (გარდა წელთა ნამსახურობის დანამატისა) ოდენობას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრული დანამატები ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე დანამატები.

3. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც დაეკისრება თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობა, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად, როგორც წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. კადრების განკარგულების პერიოდში:

ა) სპეციალური წოდების მქონე პირს უნარჩუნდება არაუმეტეს ორი თვის:

ა.ა) თანამდებობრივი სარგო, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;

ა.ბ) წოდებრივი სარგო;

ა.გ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი;

ა.დ) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია;

ა.ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრავმის მიღების გამო დაწესებული დანამატი;

ა.ვ) 4 და მეტი შვილზე დაწესებული დანამატი;

ბ) სამოქალაქო პირს უნარჩუნდება არაუმეტეს ერთი თვის:

ბ.ა) თანამდებობრივი სარგო ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;

ბ.ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრავმის მიღების გამო დაწესებული დანამატი;

ბ.გ) 4 და მეტი შვილზე დაწესებული დანამატი.“.

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, რომელსაც ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე დაეკისრება მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად, როგორც თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს და დანამატის (გარდა წელთა ნამსახურობის დანამატისა) ოდენობას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე დანამატები.

7. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, რომელსაც დაეკისრება თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობა, შრომის ანაზღაურება ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, ხოლო თუ დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე თანამდებობრივი სარგო.“.

5. 41- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი არიან მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს – თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლებლად ჩარიცხულ უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებს:

ა) ყოველთვიურად უწესდებათ მხოლოდ ფულადი სარგო და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატები მათი ფაქტობრივი წოდების შესაბამისად, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი იმყოფებოდა:

ა.ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე;

ა.ბ) წვევამდელთა აღრიცხვაზე და სასწავლებელში ჩარიცხვასთან ერთად გახდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე;

ბ) უნარჩუნდებათ მხოლოდ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციები, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.“.

6. 47- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 47

სამინისტროს მოსამსახურის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) მძიმე დაზიანება – 20 000 ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 10 000 ლარი.

შენიშვნა:

დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ან საჭიროების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.“.

7. 48- და 49- მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. 50- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 50

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სამინისტროს მოსამსახურის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის) დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 55-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურის ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით, ასევე მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მითითებულ ოჯახს დამატებით შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. სამინისტროს სამხედრო სამსახურში მყოფი პირის ან სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს  სამინისტრო.“.

9. 51- მუხლის მე-2 პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ამ ბრძანების 50-ე მუხლში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;“.

10. 51- მუხლის მე-2 პუნქტის „“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 52-  მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 53- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 53

სამინისტროს სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის), აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მოსამსახურის დაღუპვის/გარდაცვალების სხვა შემთხვევაში, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამსახურებრივ მოვალეობასთან, მის ოჯახს მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით (მაგრამ არაუმეტეს 10000 ლარისა) შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება.“.

13. 54- მუხლის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) 50-ე მუხლის პირველი წინადადების და 53-ე მუხლების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: პირველ რიგში მეუღლე, არასრულწლოვანი (შვილ(ებ)ი და სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ი, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში მეორე რიგში მშობლები და სრულწლოვანი (შვილ(ებ)ი. თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ის დახმარებას, მათი სახელით, იღებს (შვილ(ებ)ის კანონიერი წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მიმღებ პირს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, დახმარების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წილს მიიღებენ იმავე რიგში მყოფი ოჯახის სხვა წევრები თანაბარწილად, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში შემდგომ რიგში მყოფი ოჯახის წევრები;“.

14. 55- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 55

ამ ბრძანების 47-ე და 50-ე მუხლებით გათვალისწინებული პირების მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ არსებობს ან დადგინდება ვალდებულების წარმოშობის შემდეგი გამომრიცხავი გარემოებები:

ა) ამ ბრძანების 47-ე და 50-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადნენ სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინათ ამავე მუხლებში განსაზღვრული შედეგები;

ბ) ამ ბრძანების 47-ე და 50-ე მუხლებით განსაზღვრული შედეგები წარმოადგენენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან/და ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების ან/და წინდახედულობის ნორმების უხეში დარღვევის (დაუცველობის ან/და არაჯეროვანი შესრულების) შედეგს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 13 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე