„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.139.016545
4
26/01/2024
ვებგვერდი, 29/01/2024
010250040.35.139.016545
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 26 იანვარი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250040.35.139.016443, 01/03/2022) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის:  

ა) მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ’ ქვეპუნქტი:

„ნ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის  იურიდიული პირების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/პირების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს  საკრებულოში ელექტრონულად წელიწადში ერთხელ მაინც.“;  

ბ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების, მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროსა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით  მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;“;

გ) მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების, ბავშვის  დაცვისა და მხარდაჭერის  პროგრამების დამტკიცება;“;

დ) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ პუნქტები:

„ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც  სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა;“;

ე) ამოღებულ იქნეს მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;

ვ) მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაამტკიცოს სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო კოოპერაციის) მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების პირველი მუხლის „დ“ პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი