„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 26/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017791
25
26/01/2024
ვებგვერდი, 29/01/2024
200090000.22.033.017791
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №25

2024 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №III-193 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №III-193

ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების და ანტიკვარიატის სახეები

 

ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების ან ანტიკვარიატის სახეები განსაზღვრულია „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 97-ე ჯგუფით. კერძოდ:

1. ხელოვნების ნიმუშებია:

სეს ესნ-ის 9701 სასაქონლო პოზიციაში მითითებული სურათები, ნახატები და პასტელები, მთლიანად ხელით შესრულებული, 4906 სასაქონლო პოზიციაში მითითებული ნახატებისა და სხვა ხელით დახატული ან დეკორირებული მზა ნაწარმის გარდა; კოლაჟები და ანალოგიური დეკორატიული გამოსახულებები:

სეს ესნ-ის 9702 10 000 00 და 9702 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული გრავიურების, ესტამპების და ლითოგრაფიების დედნები;

სეს ესნ-ის 9703 10 000 00 და 9703 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან;

სეს ესნ-ის 9704 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში მითითებული საფოსტო მარკები ან სახელმწიფო ბაჟის მარკები, განაღდებული საფოსტო ანაზღაურების ნიშნები, მათ შორის პირველი დღის განაღდების, საფოსტო საკანცელარიო საკუთნოები (გერბიანი ქაღალდი) და ანალოგიური საგნები, გამოყენებული, ან გამოუყენებელი, გარდა 4907 სასაქონლო პოზიციის საქონლისა. 

2. საკოლექციო ნივთებია სეს ესნ-ის 9705 10 000 00, 9705 21 000 00, 9705 22 000 00, 9705 29 000 00,  9705 31 000 00 და 9705 39 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული კოლექციები და საკოლექციო ნივთები ზოოლოგიაში, ბოტანიკაში, მინერალოგიაში, ანატომიაში, ისტორიაში, არქეოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, ეთნოგრაფიაში ან ნუმიზმატიკაში.  

შენიშვნა: საკოლექციოდ განიხილება ნივთი, რომელიც:

) ისტორიული და ეთნოგრაფიული ხასიათის მქონეა;

) შედარებით იშვიათია;

) თავისი პირველადი გამოყენებისთვის, როგორც წესი, გამოუსადეგარია;

) თავისუფალი ვაჭრობის მიღმა წარმოადგენს სპეციალური გარიგების საგანს;

) როგორც წესი, გააჩნია მაღალი ღირებულება.

3. ანტიკვარიატია 9706 10 000 00 და 9706 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული 100 წელზე მეტი ხნის წინათ შექმნილი და კულტუროლოგიური თვალსაზრისით ღირებული ნივთები.“.

2. 771 მუხლის:

ა) პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის:

ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამს;

ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებული საქონლისათვის 20 ცალზე/20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამს;

გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამს.

2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, მომდევნო წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია, მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის დასახელების/ქვედასახელების და თითოეული მათგანის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრს ყოველწლიურად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ნოემბრისა, წარუდგინოს ინფორმაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და  2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.

4. შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასებისა და ამ საქონელზე შესაბამისი წლის 6 თვის განმავლობაში – იანვრიდან მარტის და ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სავაჭრო ქსელში  არსებულ  ფასებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ფასების საფუძველზე. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის ამომწურავ ჩამონათვალს, მათი დასახელების/ქვედასახელების და  შესაბამისი საცალო სარეალიზაციო ფასის მითითებით.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ მწარმოებელი/იმპორტიორი გეგმავს ახალი დასახელების/ქვედასახელების ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის (თამბაქოს ნაწარმის, რომლისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ არ არის დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასი)  წარმოებას/იმპორტს, იგი ვალდებულია, აღნიშნული საქონლის წარმოებამდე/იმპორტამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის დასახელების/ქვედასახელების და სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.“.

3. 772 მუხლის:

ა) პირველი –  მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მიზნებისათვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის  50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდების შემთხვევებს.

2. საქართველოში მოყვანილი  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის  50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება შესაძლებელია თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით, ამასთან, თუ აღნიშნულ მიწოდებას თან ახლავს ტრანსპორტირება, მიმღების მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონელი არ ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქონელთან მიმართებით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიმღებზე ვრცელდება აქციზური საქონლის მწარმოებლისთვის დადგენილი აქციზით დაბეგვრის და საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდების წესი.“.

4. 78-ე მუხლის:

ა) 61 პუნქტი და შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული  საქონლის  იმპორტის შემთხვევაში, აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ახორციელებს საქონლის იმპორტიორი,  ამ საქონლის შესაბამისი საბაჟო კონტროლის ზონიდან ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე მიტანის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ ადგილიდან გატანისა.

შენიშვნა:

1. აკრძალულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული  საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემდეგ ქვეყნის შიგნით აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მიწოდება.

2. იმპორტიორს, რომელმაც აქციზური მარკა მიიღო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის ნიშანდების მიზნით, უფლება აქვს აქციზური მარკით ნიშანდება განახორციელოს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდეც, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განხორციელებამდე.“;

ბ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​1. ცალკეულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, 5 ლიტრი და მეტი ტევადობის ლუდის ნაწარმზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19, 2403 91 000 00, 2403 99 100 00, 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებულ საქონელზე სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლისგან განსხვავებული წესით.“.

5. 79-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის  ეროვნული  სასაქონლო  ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ვ) ადგილობრივი საგარეო-ეკონომიკური  საქმიანობის  ეროვნული  სასაქონლო  ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 12 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ზ) იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური  საქმიანობის  ეროვნული  სასაქონლო  ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებული იმპორტული წარმოების საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის გათვალისწინებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების შესაბამისად.“.

6. 791 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ს  – ვისკი, სეს ესნ-ის კოდი 220830; რომი და ტაფია, სეს ესნ-ის კოდი 220840; ჯინი და ღვიის ნაყენი, სეს ესნ-ის კოდი 220850; სხვა დადუღებული სასმელები, სეს ესნ-ის კოდი 220600; არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 110 00; არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 190 00; ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 330 00; ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 380 00; უზო, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 410 00; კალვადოსი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 450 00; დანარჩენი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 480 00; ტეკილა, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 540 00; დანარჩენი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 560 00; სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაციით არაუმეტეს 7 მას.%-ისა, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 690 01; დანარჩენი 2 ლ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 690 09; ხილისაგან გამოხდილი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 710 00; ტეკილა, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 750 00; დანარჩენი, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 770 00; დანარჩენი სპირტიანი სასმელები ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, ჭურჭელში ტევადობით, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 780 00; 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები, სეს ესნ-ის კოდი 2208 90 910 00; 2 ლ-ზე მეტი. სეს ესნ-ის კოდი 2208 90 990 00.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერები, ნუმერაცია და მათზე აღნიშნული წარწერები განისაზღვრება ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“.

7. 792 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებულ საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერები განისაზღვრება იმპორტული თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო შეფუთვის ფორმები განისაზღვრება იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“;

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება ადგილობრივი დანარჩენი თამბაქოსთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.

9. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი სითხეებისთვის – ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების  შესაბამისად, ხოლო  იმპორტირებული სითხეებისთვის – იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების  შესაბამისად. აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება სითხეებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“.

8. 801 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თამბაქოს და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული  საქონლის მწარმოებელთან გადაგზავნამდე აქციზური მარკების შეფუთვა ხდება აქციზური მარკების გაცემის ადგილზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის, შემოსავლების სამსახურის ან/და შერჩეული პირის წარმომადგენლების თანდასწრებით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.“.

9. 812 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19, 2403 91 000 00, 2403 99 100 00 და 2404 11 000 00 კოდებში მითითებული საქონლისათვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება) აქციზური მარკის მიღებისთანავე, არაუგვიანეს მიღებიდან 1 სამუშაო დღისა; ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00  კოდებში მითითებული საქონლისათვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება) – არაუგვიანეს საქონლის მიწოდების განხორციელებისა.“.

10. 112-ე მუხლის 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის, 2019 წლის 21 ნოემბრამდე იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდში მითითებულ საქონელთან მიმართებით, იმ პირზე (გარდა პირისა, რომელიც ახორციელებს საქონლის მხოლოდ საცალო რეალიზაციას), რომელსაც  2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით ნაშთად ერიცხება აღნიშნული საქონელი, ვრცელდება საქონლის იმპორტიორისთვის გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 26 იანვრიდან. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი