დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017795 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №238 ბრძანებით (www.matsne.gov.ge,110420014, 20.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016170) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველის ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (შემდგომში-სახელმწიფო საწარმოები) ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში-მინისტრი) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების და სახელმწიფო საწარმოების მიერ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადამხდელო დოკუმენტების მიღება და დამუშავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;“; გ) „თ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ2) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების და სახელმწიფო საწარმოების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი სახელმწიფო საწარმოების გარდა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებულ სხვა საწარმოებს შეთანხმების საფუძველზე გაუწიოს მომსახურება;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გასცეს ან გააუქმოს ნებართვა საბანკო ანგარიშების გახსნის თაობაზე საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ან/და სახელმწიფო საწარმოებზე, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მოითხოვოს საბიუჯეტო ორგანიზაციების ან/და სახელმწიფო საწარმოების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა;“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომსახურების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საგადახდო საბუთების შესაბამისობის კონტროლი; ბ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წერილობითი მომართვის საფუძველზე ელექტრონული ხაზინის სისტემაში ორგანიზაციის თანამშრომლებზე დაშვების უფლების მინიჭება (ან დაშვების გაუქმება) დადგენილი წესით; გ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების დოკუმენტების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით; დ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით; ე) რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა ანგარიშსწორების დეპარტამენტში; ვ) საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით დადგენილი ფორმების მიღება და დამუშავება; ზ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება; თ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ საქონლის/მომსახურების/ სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელი გადახდების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება დადგენილი წესით; ი) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღება და დამუშავება; კ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და გადაგზავნა ანგარიშსწორების დეპარტამენტში; ლ) საგადამხდელო პროცედურების შესახებ მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემა.”. ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების სახაზინო ანგარიშების გახსნა სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და ფორმირება კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო შემოსულობების სახაზინო კოდების მიხედვით;“; ბ.ბ) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ1) ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების მიერ ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით წარდგენილი საგადახდო დოკუმენტების დამუშავება;“. გ) მე-5 პუნქტის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა ანგარიშგება და შესრულების ანგარიშების მომზადება; გ) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;“; გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება; საინკასო დავალებით ჩამოჭრილ თანხებზე საბიუჯეტო ორგანიზაციის და სახელმწიფო საწარმოს ინფორმირება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები