„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 09 თებერვლის N08/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.018457
39/ნ
15/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
430050000.22.022.018457
„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 09 თებერვლის N08/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №39/ნ

2024 წლის 15 თებერვალი

ქ.თბილისი

„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №08/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №08/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 10/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017989) პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემა წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელშიც ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიერ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი