„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018462
44/ნ
21/02/2024
ვებგვერდი, 22/02/2024
040030000.22.022.018462
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №44/ნ

2024 წლის 21 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით (სსმ III, 15.09.2010 წ., №117, მუხ. 1733) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ცენტრი არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.

2. მე-3 მუხლის  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, მონიტორინგის განხორციელების გზით კონტროლს უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების დაცვას;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“.

4.  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამსახური.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ავტორიზაციის, მოსწავლეთა ზღვრული ოდენობის გაზრდის პროცესის განხორციელება, ამ პროცესების სანდოობისა და მათი შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ბ) ავტორიზაციის  სტანდარტების/პროცედურების განვითარების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ცენტრის დირექტორისათვის;

გ) ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონიტორინგის განხორციელება;

დ) ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება;

ე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების საქართველოში განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ვ) ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება;

ზ) ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული, ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და  სააპელაციო საბჭოების წევრებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის განმავითარებელი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა) დაგეგმვა და განხორციელება;

თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების მომზადების პროცესის მხარდაჭერა;

ი) ექსპერტთა საქმიანობის შეფასების პროცესის მართვა და განხორციელება, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დირექტორისათვის წარდგენა;

კ) მოსწავლის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით განმარტებების მომზადება.“.

6. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) ცენტრის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;

ბ) ცენტრის ბრენდის მახასიათებლების განვითარება და ამ მიზნით იდეების გენერირება/მოგროვება, მათი ანალიზი და განხორციელების ორგანიზება;

გ) ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;

დ) ცენტრისა და ცენტრის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფის მიზნით;

ე) ცენტრის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მასმედიასთან კომუნიკაციის,  ცენტრთან  და  ცენტრის  საქმიანობასთან დაკავშირებით  ინფორმაციის გაცემის პროცესის ორგანიზება;

ვ) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ზ) ცხელი ხაზის ადმინისტრირება.’’.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი