„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017801
46
15/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
230210000.22.033.017801
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №46

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის:

1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით – საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ამასთან, თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად შემცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება (გარდა ამ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და გადასახდელის თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას საქონლის საბაჟო დეკლარაციაში;“.

2. „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ურთიერთდამოკიდებული პირისაგან საქონლის შეძენის შემთხვევაში, თუ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების წესებიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ:

გ.ა) იზრდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება უნდა დაკორექტირდეს შესაბამის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის გზით. ამასთან, როდესაც საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოს ინიციატივით, დეკლარანტს დაეკისრება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო  როდესაც ასეთი კონტროლი ხორციელდება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება;

გ.ბ) მცირდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება არ ექვემდებარება კორექტირებას და დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.“.   

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი