„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის N16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის N16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017213
36
06/03/2024
ვებგვერდი, 07/03/2024
040030000.22.026.017213
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის N16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

  ბრძანება №36

2024 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, თავდაცვის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, წინამდებარე წესდებისა და შიდა მარეგულირებელი  სამართლებრივი დოკუმენტების შესაბამისად.

21. თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აკადემია ასრულებს ოპერატიული გეგმით/ბრძანებით განსაზღვრულ საბრძოლო ამოცანებს.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;“.

3. 32- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 32. აკადემიის იუნკერი/მაგისტრატურის მსმენელი

1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს ეწოდება იუნკერი, ხოლო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს მსმენელი და მათზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობები.

2. აკადემიის იუნკერთან/მაგისტრატურის მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება, აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და აკადემიის მართვის  წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით.“.

4. 33- და 34- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33. აკადემიაში იუნკერთა/მაგისტრატურის მსმენელთა ჩარიცხვის წესი

1. აკადემიაში იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს.

2. იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის მოპოვება რეგულირდება აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით.

მუხლი 34. აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მსმენელთა მოვლინების წესი

პროფესიული განვითარების კურსებზე აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელთა მოვლინება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული აკადემიის წლიური საგანმანათლებლო კვოტების შესაბამისად, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.“.

5. 36- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ვ) ვალდებულია აიმაღლოს განათლების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებში  ჩართულობით;“.

6. 38- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 38. იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და მობილობა

იუნკერის/მაგისტრატურის მსმენელის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა, მობილობა და შიდა მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს/მაგისტრატურის მსმენელს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.“.

7. 41- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები;

ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი