„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016327
40
15/02/2024
ვებგვერდი, 20/02/2024
310050000.54.066.016327
„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №40

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ დამტკიცების თაობაზე“ (matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016102, 31/08/2016) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, თუ ეს საჭიროა აფრენა-დაფრენის განსახორციელებლად და არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა. სერტიფიცირებული აეროდრომის/ვერტოდრომის გარეთ აფრენა-დაფრენა და შერჩეული ტერიტორია უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ პირობებს:

ა) არსებობს თანხმობა ტერიტორიის აფრენა-დაფრენის მიზნით გამოყენებაზე ტერიტორიის მფლობელისგან;

ბ) ტერიტორია დაცულია შესაბამის პერიმეტრში ხალხის და მოძრავი საგნის გადაადგილებისაგან;

გ) ტერიტორია უსაფრთხოა აფრენა-დაფრენის განხორციელებისათვის;

დ) აფრენა-დაფრენა შესრულდება პირველი კლასის ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენით“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი