„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016846
1-1/68
16/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
300300000.22.024.016846
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/68

2024 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, № 117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე – 29-ე პუნქტები: 

„25. 2024 წლის თებერვლის თვეში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული სრული მოცულობის (ანაზღაურების გარეშე) ელექტროენერგიის მიმღებად და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმწოდებლად მიჩნეულ იქნეს შპს „ენგურჰესი“, ამ წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის დაბალანსების მიზნებისათვის.

26. 2024 წლის თებერვლის თვეში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის დაკმაყოფილება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, 2024 წლის თებერვლის თვეში ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგია;

ბ) რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, 2024 წლის თებერვლის თვეში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული და ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიერ შესყიდული ელექტროენერგია;

გ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოცულობის ზემოთ დარჩენილი რაოდენობის დაფარვა ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურების მიერ 2024 წლის თებერვლის თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიით, ბაზრის წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

27. სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის მოცულობა განისაზღვრება, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და რუსეთის ენერგოსისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ორმხრივად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი მოცულობების საფუძველზე, ხოლო რუსეთის შესაბამისი ტექნიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული აქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, – გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, ოპერატიული მონაცემებით, მათ შორის SCADA-ს/აღრიცხვის სისტემების მონაცემებით შედგენილი ცალმხრივი აქტით დადგენილი მოცულობების საფუძველზე.

28. ამ მუხლის 25-ე – 27-ე პუნქტების მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2024 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე.

29. ამ მუხლის მე-18 – 28-ე პუნქტებში აღნიშნული, 2023 წლის ნოემბერი – დეკემბრისა და 2024 წლის იანვარი – თებერვლის თვეებში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის ღირებულება განისაზღვროს იმავე ელექტროგადამცემ ხაზებზე 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ღირებულების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საბაჟო გაფორმებაზე ვრცელდება ამ წესების 14 7 მუხლი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი