საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4037-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016108
4037-XIVმს-Xმპ
20/02/2024
ვებგვერდი, 20/02/2024
010190030.06.001.016108
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 2111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2111. ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

1. პარლამენტი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს ცესკოს 7 წევრსა და თავმჯდომარეს. თუ საქართველოს პარლამენტმა ცესკოს წევრი/ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, ცესკოს წევრს/ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 9 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, აკადემიური წრეების) წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიაში ჰყავდეს 1 წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება იმავდროულად არ იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა, პარლამენტის თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მის წევრთა ხმების უმრავლესობით.

3. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება კონკურსში მონაწილე პირთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კონკურსში მონაწილე პირებს.

4. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საკონკურსო კომისია შეარჩევს და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ცესკოს წევრობის იმდენ კანდიდატს, ცესკოს რამდენი წევრიც არის ასარჩევი. კონკურსში მონაწილე თითოეულ პირთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ამ პირის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. ეს ოქმი საჯაროა.

5. პარლამენტის თავმჯდომარე მისთვის ცესკოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 კვირისა იღებს გადაწყვეტილებას ამ კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ ან მისი პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ, მან შესაბამის წარდგინებაში უნდა მიუთითოს, აღნიშნულ კანდიდატს ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე წარადგენს. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე, იგი ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალ კონკურსს აცხადებს, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.

6. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენიდან, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში პარლამენტი ირჩევს ცესკოს წევრს. ცესკოს წევრობის კანდიდატის საკითხს იხილავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის (წევრების) არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ კანდიდატს) ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამმა მეხუთედმა. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, არაუადრეს მომდევნო კვირის დასაწყისისა ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ კანდიდატს) ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) კვლავ არ აირჩა, არაუადრეს მომდევნო კვირის დასაწყისისა ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ კანდიდატს) განმეორებით ეყრება კენჭი. განმეორებითი კენჭისყრისას არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ განმეორებითი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) ისევ არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. თუ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად არ დანიშნა ცესკოს წევრი (წევრები), არაუგვიანეს 1 კვირისა ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის (წევრების) თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.

8. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს/საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცესკოს წევრის პარლამენტის მიერ არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 211 1 მუხლის შესაბამისად 2024 წლის 1 მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ − ცესკო) თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკოს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან  2024 წლის 1 მაისამდე გადის, და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ კანონის თანახმად გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები.

მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

20 თებერვალი 2024 წ.

N4037-XIVმს-Xმპ