დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35-16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/11/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016768 |
|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ |
საქართველოს
მთავრობა
და
ამერიკის
შეერთებული
შტატების
მთავრობა
(შემდგომში
„მხარეები
“):
სურთ რა დადონ შეთანხმება გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის , რაც ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ; ადასტურებენ რა , რომ ასეთი თანამშრომლობა დამყარებულია თითოეული მხარის სუვერენიტეტის სრულ პატივისცემაზე და გაერთიანებული ერების წესდების პრინციპებზე ; და , აღიარებენ რა მხარეების სურვილს გაინაწილონ პასუხისმგებლობა აშშ-ის იმ შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფისათვის , რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ; და , აღიარებენ რა , რომ წინამდებარე შეთანხმება არ ეწინააღმდეგება , რათა აშშ-ის პერსონალის მიმართ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საქმიანობასთან მიმართებაში გამოყენებულ იქნეს 1995 წლის 19 ივნისს ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოებისა და „პარტნიორობა მშვიდობისთვის “ პროგრამაში მონაწილე სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ (PFP SOFA); და აღიარებენ რა საერთო უსაფრთხოების განმტკიცების , საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანის , თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ; შეთანხმდნენ შემდეგზე : მუხლი I – განმარტებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის , შემდეგი ტერმინები განისაზღვრება ისე , როგორც ქვემოთაა მოცემული : 1. „შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი “ ნიშნავს შეერთებული შტატების მთავრობის ყველა სამსახურის პირადი შემადგენლობის წევრებს და სამოქალაქო პერსონალს საქართველოში , რომლებიც დაკავშირებული არიან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საქმიანობასთან . 2. „შეერთებული შტატების კონტრაქტორები “ ნიშნავს არაქართულ კომპანიებსა და ფირმებს და მათ თანამშრომლებს , რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს და დაქირავებული არიან შეერთებული შტატების მიერ საქართველოში წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებით . 3. „აღმასრულებელი აგენტები “ ნიშნავს შეერთებული შტატების თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს . 4. „კმაყოფაზე მყოფი პირი “ ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მეუღლეებსა და შვილებს , ასევე მათ ახლო ნათესავებსა და ოჯახის წევრებს , რომლებიც ცხოვრობენ პერსონალთან ერთად და იმყოფებიან მათ ფინანსურ და სამართლებრივ და სამედიცინო კმაყოფაზე . მუხლი II – შენობებითა და ტერიტორიით სარგებლობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა (შემდგომში „აშშ-ის მთავრობა ”) უფლებამოსილია დაიკავოს და ისარგებლოს იმ შენობებითა და ტერიტორიით საქართველოში , რომლებიც ურთიერთშეთანხმებული იქნება . ეს ნაგებობები და ტერიტორიები შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის და შეერთებული შტატების კონტრაქტორების , აშშ-ის ძალების მიერ მართული ან აშშ-ის ძალების სასარგებლოდ მოქმედი სატრანსპორტო საშუალებების , ხომალდებისა და საფრენი საშუალებების მიერ წვრთნის , ტრანზიტის უზრუნველყოფისა და სხვა დაკავშირებული საქმიანობისთვის , საფრენ საშუალებებში საწვავის ჩასასხმელად , სატრანსპორტო საშუალებების , ხომალდებისა და საფრენი საშუალებების დროებითი ექსპლუატაციისთვის და პერსონალის განსათავსებლად , კომუნიკაციებისთვის , ძალებისა და მასალების განსალაგებლად და სხვა ისეთი დანიშნულებებისთვის , რომლებზეც მხარეები შეთანხმდებიან . მუხლი III – ლოგისტიკური უზრუნველყოფა 1. აშშ-ის მთავრობის მოთხოვნით , წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად, შესაძლებლობების ფარგლებში საქართველო გაუწევს საქართველოში განლაგებულ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას , რაც ჩამოთვლილია „A“ დანართში . 2. აშშ-ის მთავრობა გადაიხდის სათანადო ანაზღაურებას ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის . გონივრული ანაზღაურება წარმოადგენს ტარიფებს ან განაკვეთებს , რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ან მთავრობისათვის ხელმისაწვდომ ტარიფებსა და განაკვეთებზე , გადასახადებისა და ანალოგიური ხარჯების გამოკლებით . 3. გადახდის პროცედურა განსაზღვრული იქნება მხარეების ან მათი აღმასრულებელი აგენტების მიერ ურთიერთშეთანხმებული განხორციელების სისტემით . მუხლი IV – კანონის პატივისცემა მიუხედავად VI მუხლით განსაზღვრული პრივილეგიებისა და იმუნიტეტისა, შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კანონებს და დადგენილებებს და არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში . მუხლი V – შემოსვლა და გასვლა 1. შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს შეუძლია შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე და დატოვოს ის სამხედრო ან აშშ-ის მთავრობის მიერ გაცემული სხვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და ინდივიდუალური ან კოლექტიური გადაადგილების ბრძანებით . პასპორტები და ვიზები მათ არ მოეთხოვებათ . 2. ამერიკის შეერთებული შტატების კონტრაქტორ მოსამსახურეებს ვიზები არ მოეთხოვებათ . 3. აღმასრულებელი აგენტები შეიმუშავებენ პროცედურებს , რათა უზრუნველყოფილ იქნეს ზემოხსენებული უფლებებით სარგებლობა . მუხლი VI – შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სტატუსი 1. შეერთებულის შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს ენიჭება პრივილეგიები და იმუნიტეტი , რომლებიც განსაზღვრულია საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისთვის 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის თანახმად . 2. საქართველო აღიარებს შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალზე აშშ-ის სამხედრო ხელისუფლების დისციპლინარული კონტროლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და შესაბამისად აშშ-ის მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს ექსკლუზიური სისხლის სამართლის მართლმსაჯულება აღნიშნული პერსონალის მიმართ . 3. მხარეები ადასტურებენ , რომ შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი არ შეიძლება ჩაბარებულ იქნეს ან სხვაგვარად გადაეცეს პატიმრობაში საერთაშორისო ტრიბუნალს ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას ან სახელმწიფოს , აშშ-ის მთავრობის გამოხატული თანხმობის გარეშე . მუხლი VII – იარაღისა და სამხედრო ფორმის ტარება 1. შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს , ასევე სხვა პირებს , შეთანხმების თანახმად , შეუძლიათ იქონიონ და ატარონ იარაღი საქართველოში , როგორც ამას მოითხოვს მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ან როგორც ეს ნებადართულია მათთვის გაცემული ბრძანებით . 2. შეერთებული შტატების სამხედრო პერსონალს შეუძლია ატაროს სამხედრო ფორმა საქართველოში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას . მუხლი VIII – კონტრაქტის დადება 1. მხარეების შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მშენებლობა , გადაკეთება და გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს იმ შენობებში და ტერიტორიებზე , რომლებიც აშშ-ის ძალებისა და შეერთებული შტატების კონტრაქტორთა სარგებლობაშია წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად . 2. იმ შემთხვევაში , როდესაც აშშ-ის ძალები დებენ კონტრაქტს საქონლისა და მომსახურების , მათ შორის მშენებლობის , შეძენის თაობაზე , ასეთი კონტრაქტები იდება აშშ-ის კანონებისა და დადგენილებების თანახმად . საქონლისა და მომსახურების შეძენა საქართველოში აშშ-ის ძალების მიერ ან მათი სახელით არ ექვემდებარება არანაირ გადასახადს , ბაჟს , ბეგარას ან სხვა მსგავს მოსაკრებელს საქართველოს ან მისი აგენტების მხრიდან . მუხლი IX – დაბეგვრა 1. საქართველო ბეგარისაგან ათავისუფლებს ნებისმიერ შემოსავალს , რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალმა და შეერთებული შტატების კონტრაქტორებმა და კონტრაქტორების თანამშრომლებმა , გარდა საქართველოს მოქალაქეებისა , მიიღეს შეერთებული შტატებიდან ან საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა წყაროებიდან . 2. შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი და შეერთებული შტატების კონტრაქტორების თანამშრომლები , რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები , არ იხდიან რაიმე გადასახადს ან მსგავს მოსაკრებელს საქართველოში იმპორტირებული ან საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას პირადი მოხმარებისათვის შეძენილი ან ურთიერთგადაცემული მატერიალური , მოძრავი ქონების წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ფლობის , საკუთრების ან სარგებლობისათვის . მუხლი X – იმპორტი და ექსპორტი 1. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და შეერთებული შტატების კონტრაქტორებს შეუძლიათ შემოიტანონ საქართველოში ნებისმიერი მოწყობილობა , ნაწილები , მასალა ან მომსახურება , რომელიც აუცილებელია მათი საქმიანობისათვის საქართველოში . 2. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს , შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს და შეერთებული შტატების კონტრაქტორებს და მათ თანამშრომლებს (რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ), ასევე მათ კმაყოფაზე მყოფ პირებს შეუძლიათ შემოიტანონ საქართველოში პირადი საგნები და ნივთები აღნიშნული პერსონალის მიერ პირადი მოხმარებისათვის ან სარგებლობისათვის . ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ან მათი სახელით მოქმედი პირები აცნობებენ ასეთ პერსონალს საქართველოში თავიანთი ქონების ჩამოტანის თარიღსა და ადგილს და წარუდგენენ საქართველოს შესაბამის უწყებებს მათ ნუსხას ჩამოტანამდე 14 დღით ადრე . 3. საქართველოში შემოტანილი ნებისმიერი ნივთის იმპორტი და რეექსპორტი , ამ მუხლის (1) და (2) პუნქტის თანახმად , არ ექვემდებარება რაიმე ლიცენზირებას , სხვა შეზღუდვას , საბაჟო დაბეგვრას ან გადასახადს . 4. აშშ-ის შეიარაღებული ძალები , შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი , აშშ-ის კონტრაქტორები და მათი თანამშრომლები (რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები ), ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას ყველანაირ მოძრავ ქონებაზე , რომელიც მათ შემოიტანეს ან შეიძინეს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას . ასეთი საკუთრება შეიძლება გაიტანონ საქართველოდან ან გაასხვისონ იქ იმ პირობით , რომ იმ კერძო ან იურიდიულ პირებზე გასხვისებას , რომლებიც არ არიან გათავისუფლებული გადასახადებისა და საბაჟო გადახდისგან , შეიძლება მოჰყვეს ასეთი გადასახდების გადახდა ასეთი კერძო და იურიდიული პირების მიერ . მუხლი XI – პრეტენზიები
მხარეები უარს ამბობენ ნებისმიერ და ყველა პრეტენზიაზე ერთმანეთის მიმართ , გარდა საკონტრაქტო პრეტენზიებისა , რომელიმე მხარის საკუთრებაში მყოფი ქონების დაზიანებასთან , დაკარგვასთან ან განადგურებასთან დაკავშირებით , რომელიმე მხარის ნებისმიერი სამხედრო ან სამოქალაქო პერსონალის წევრის გარდაცვალების ან დაზიანებასთან დაკავშირებით , რაც შეიძლება მოჰყვეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას საქართველოში . მესამე მხარის პრეტენზიები წამოჭრილი შეერთებული შტატების ნებისმიერი სამხედრო ან სამოქალაქო პერსონალის წარმომადგენლის ქმედების ან დაუდევრობის შედეგად , განიხილება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოებსა და პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის “ მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების (PFP SOFA) შესაბამისად .
მუხლი XII – საფრენი საშუალებების და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება
1. ამერიკის შეერთებული შტატების ძალების პირველივე მოთხოვნის საფუძველზე საფრენ საშუალებებს , ხომალდებს და სატრანსპორტო საშუალებებს , რომლებსაც მართავენ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ან რომლებიც მათთვის გამოიყენება , შეუძლიათ გადაკვეთონ და დატოვონ საქართველოს ტერიტორია და თავისუფლად გადაადგილდნენ მის ფარგლებში . 2. ასეთი საფრენი საშუალებების , ხომალდებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლა და გადაადგილება თავისუფლდება დაფრენისა და დგომის გადასახადისაგან , პილოტირების , სანავიგაციო და გადაფრენის გადასახადებისაგან , ბაჟისაგან , სახმელეთო ტრანზიტის გადასახადისაგან და მსგავსი მოსაკრებლისაგან . ასეთი საფრენი საშუალებები , ხომალდები და სატრანსპორტო საშუალებები თავისუფლდება ინსპექტირებისაგან . 3. საქართველო მოქმედად აღიარებს , მანქანის მართვაზე გადასახადისა ან გამოცდის გარეშე , აშშ-ის მთავრობის სათანადო ორგანოების მიერ შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალზე და შეერთებული შტატების კონტრაქტორებზე და მათ თანამშრომლებზე გაცემულ მართვის მოწმობებს ან ნებართვებს , თუმცა ეს არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე . მუხლი XIII – უსაფრთხოება
საქართველო მიიღებს ყველა სათანადო ზომას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში , რომ უზრუნველყოს შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის და საკუთრების ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება , აგრეთვე ასეთი ქონების დაცვა მიტაცებისა ან უკანონო მითვისებისგან სხვა ნებისმიერი პირის ან მხარის სასარგებლოდ , თუ ეს არ არის აშშ-ის მთავრობა , აშშ-ის მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე . აშშ-ის ძალები უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ იმ შენობების და ტერიტორიების შიდა უსაფრთხოება , რომლებიც გადაცემულია მათ განსაკუთრებულ სარგებლობაში .
მუხლი XIV – კომუნალური მომსახურება და კომუნიკაციები 1. შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს და კონტრაქტორებს შეუძლიათ ისარგებლონ წყლით , ელექტროენერგიით და კომუნალური მომსახურების სხვა საშუალებებით ისეთივე პირობებით , ტარიფისა ან გადასახადის ჩათვლით , რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია , ვიდრე ის პირობები , რაც განსაზღვრულია საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის ან მთავრობისათვის ანალოგიურ გარემოებებში , თუ არ არის სხვაგვარი შეთანხმება . აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხარჯები ამ კომუნალური მომსახურების ხარჯებში მათი პროპორციული წილის ტოლია . 2. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ეძლევათ ნებართვა ისარგებლონ საკუთარი სატელეკომუნიკაციო სისტემებით (როგორც ტერმინი „ტელეკომუნიკაცია “ განსაზღვრულია 1992 წლის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის კონსტიტუციაში ). ამაში შედის ისეთი საშუალებებისა და მომსახურების გამოყენების უფლება , რომლებიც აუცილებელია სატელეკომუნიკაციო სისტემებით სარგებლობის სრული შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად და ნებისმიერი რადიო სპექტრით უფასოდ სარგებლობის უფლება ამ მიზნებისათვის . აშშ-ის შეიარაღებული ძალები , ერთმანეთისათვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად , ასევე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში საქართველოს დახმარების მიზნით , მიმართავენ ყველანაირ სათანადო ზომას სიხშირეებით სარგებლობის კოორდინაციისათვის საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანიზაციებთან . აშშ-ის შეიარაღებული ძალები გაითვალისწინებენ საქართველოს კანონმდებლობას და მიმართავენ საქართველოს შესაბამის ხელმძღვანელობას კონსულტაციებისათვის თავიანთი ტელესაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით . მუხლი XV – ამორტიზაციის შემდეგ დარჩენილი ღირებულება
იმ შემთხვევაში , თუ აშშ-ის ძალები საქართველოს პირდაპირი ან არაპირდაპირი ინიციატივის შედეგად შეწყვეტენ შენობა -ნაგებობებით სარგებლობას , საქართველო აუნაზღაურებს აშშ-ის მთავრობას ამორტიზაციის შემდეგ დარჩენილ ღირებულებას , თუ ასეთი იქნება , ნებისმიერი მშენებლობის ან გაუმჯობესებისთვის , რაც აშშ-ის მთავრობამ განახორციელა ამ შენობაში , როგორც ეს ნებადართულია ზემოაღნიშნულ VIII მუხლში .
მუხლი XVI – საიმპლემენტაციო შეთანხმებები და ხელშეკრულებები
გარემოების მიხედვით , მხარეებს ან მათ აღმასრულებელ აგენტებს წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიზნით შეუძლიათ დადონ საიმპლემენტაციო შეთანხმებები და ხელშეკრულებები .
მუხლი XVII – ინტერპრეტაცია
გათვალისწინებულია , რომ წინამდებარე შეთანხმების პირობები პასუხობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოებსა და პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის “ მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ (PFP SOFA) შეთანხმების პირობებს ; ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში , წინამდებარე შეთანხმების პირობებს უპირატესობა ენიჭება . არაფერი წინამდებარე შეთანხმებაში არ აყენებს ეჭვქვეშ მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს , რომლებიც გათვალისწინებულია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მასობრივი განადგურების შეიარაღების სფეროში თანამშრომლობისა თავდაცვის და სამხედრო ურთიერთობების ხელშეწყობის შესახებ 1997 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმებით .
მუხლი XVIII – დავები
ნებისმიერი დავა წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციის მეშვეობით და არ გადაეცემა რომელიმე ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს ან რომელიმე მესამე მხარეს მოსაგვარებლად .
მუხლი XIX – დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე შეთანხმება , რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს „A“ დანართი , ძალაში შედის იმ დღიდან , როდესაც საქართველო შეატყობინებს აშშ-ის დიპლომატიური არხების მეშვეობით , რომ ყველა ის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა , რომელიც აუცილებელია მოცემული შეთანხმების შესვლისათვის შესრულდა და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში . შემდგომში , იგი რჩება ძალაში , თუ რომელიმე მხარე 180 დღით ადრე დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინებით არ განაცხადებს თავის განზრახვას შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება . 2. მხარეების წერილობითი თანხმობის საფუძველზე წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება შესწორებას . ასეთი შესწორებები ძალაში შევლენ მოცემული მუხლის 1 პუნქტში აღწერილი პროცედურების მეშვეობით . რის დასტურადაც , ქვემორე ხელის მომწერნი , შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილი პირები , ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას .
შესრულებულია ქ . თბილისში , 2002 წლის 10 დეკემბერს , ორ ეგზეპლარად , ქართულ და ინგლისურ ენებზე . ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია . ქართული და ინგლისური ტექსტების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს .
დანართი A - ლოგისტიკური უზრუნველყოფა
წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ლოგისტიკური უზრუნველყოფის შემდეგი კატეგორიებია გათვალისწინებული მუხლი III-ით : განთავსება ; ტექნიკური უზრუნველყოფა და სარემონტო მომსახურება , შენახვის ჩათვლით ; წყალი სასმელი და ტექნიკური , განაწილებისა და შენახვის ჩათვლით ; საკვები პროდუქტები , მალფუჭებადი და არაფუჭებადი ; საწვავი , შენახვის , განაწილებისა და ხარისხის კონტროლის მომსახურების ჩათვლით ; სახმელეთო , საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით მომსახურება ; კომუნალური მომსახურება , ელექტროენერგიისა და კომუნიკაციების ჩათვლით ; სამოქალაქო მუშახელის მოთხოვნილებები ; სამედიცინო უზრუნველყოფა და მომსახურება ; საფრენი საშუალებებისა და ტვირთის საჰაერო მომსახურება ; ასევე, სხვა სათანადო უზრუნველყოფა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე .
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები