დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 29/08/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.090.000.22.032.007.643 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/08/2005 - 31/12/2013)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.642
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-190
2005 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ
“ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული თანდართული წესები.
2. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. სარჯვე-ლაძეს.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესები
მუხლი 1. ცხოველების საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესები
1. საქართველოში ცხოველების გადარეკვა სეზონურ საძოვრებზე წარმოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ბრძანებით დადგენილ ვადებში.
2. ვეტერინარიის დეპარტამენტი ადგენს ცხოველთა გადარეკვის პერიოდში გადასარეკი სულადობის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელებისათვის გადარეკვის ტრასებზე ვეტერინარული საგუშაგოების მოწყობის გეგმას.
3. რაიონის (ქალაქის) ვეტსამსახური ორგანიზაციას უკეთებს და ატარებს:
ა) გადასარეკი ცხოველების სულადობის კლინიკურ შემოწმებას გადამდები დაავადებების მიმართ კეთილსაიმედოობაზე;
ბ) გადასარეკი ცხოველების სულადობის იმუნიზაციას გადარეკვის დაწყებამდე არა უგვიანეს 21 დღისა თურქულის, ჯილეხის და გეგმით გათვალისწინებული სხვა დაავადებების მიმართ, ასევე გეგმურ ვეტერინარულ გამოკვლევებს;
გ) ცხოველების გადარეკვის დაწყების წინ გადასარეკი ტრასების მიმდებარე ტერიტორიების შემოწმებას გადამდები დაავადებების მიმართ კეთილსაიმედოობაზე;
დ) ცხოველთა მეპატრონეებისაგან მოითხოვს გადარეკვის წინა პერიოდში თბილი ამინდების დადგომასთან დაკავშირებით ჩაატარონ გადასარეკი ცხვრის სულადობის გაბანება პიროპლაზმიდიოზურ დაავადებებზე ვეტერინარი ექიმის ხელმძღვანელობით.
4. ცხოველების გადარეკვის პერიოდისათვის გადასარეკი ტრასა განთავისუფლებულ უნდა იქნეს ყველა სახის ცხოველებისაგან, მოეწყოს ცხოველთა დასასვენებელი მოედნები და წესრიგში იქნეს მოყვანილი დასარწყულებელი ადგილები.
5. ცხოველების გადარეკვის დაწყების პერიოდისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გადასარეკი ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველების გადამდები დაავადების საწინააღმდეგო გეგმური ვაქცინაცია, ბრუცელოზზე სეროლოგიური გამოკვლევა და ტუბერკულინიზაცია.
6. ზაფხულის და ზართრის საძოვრებზე არ დაიშვება თურქულზე, ბრუცელოზზე და ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო კერებიდან ცხოველების გადარეკვა.
7. გადასარეკი ცხოველების სულადობა გადარეკვის დაწყების წინ უნდა შემოწმდეს. ვეტერინარი ექიმის მიერ და კეთილსაიმედობის დადგენის შემთხვევაში რაიონის (ქალაქის) მთავარი ვეტექიმის მიერ გაიცემა ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1 – ცხვრის მთლიან ფარაზე, მსხვილფეხა პირუტყვის თითოეულ სულზე კი უნდა გაიცეს ცალკე მოწმობა, მსხვილფეხა პირუტყვის ნახირის გადარეკვის დროს კი მთლიანად ნახირზე.
8. ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1-ის გარეშე ცხოველების გადარეკვა, გადაყვანა სეზონურ საზოვრებზე აკრძალულია.
9. აკრძალულია სეზონურ საძოვრებზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ერთიან ფარაში, ნახირში გადარეკვა.
10. რაიონის (ქალაქის) ვეტსამსახური ვალდებულია ჩაატაროს სეზონურ საძოვრებზე მომთაბარე პირუტყვის პერიოდული შემოწმება და გეგმური ვეტღონისძიებები.
მუხლი 2. ცხოველების რკინიგზით გადაყვანის ვეტსანიტარული წესები
1. რკინიგზით ყველა სახის ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, საბეწვე მხეცების, ლაბორატორიული, ზოოპარკებისა და შინაური ცხოველების, ფუტკრისა და თევზის _ შემდგომში ცხოველების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა ხორციელდება ცხოველების მეპატრონის მიერ ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1-ის თანხლებით. ცხოველების გადაყვანა ვეტერინარული მოწმობის გარეშე არ დაიშვება.
2. ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1 რკინიგზის სადგურში წარსადგენად ვარგისია გაცემიდან 3 დღის განმავლობაში.
3. საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის ტრანსპორტით ცხოველების გადაყვანა ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. ვეტერინარული კანონმდებლობის მოთხოვნების უგულებელყოფითა და დარღვევებით შევსებული, გადასწორებული ვეტერინარული მოწმობები და სერტიფიკატები, აგრეთვე მათი ასლები ითვლება ძალადაკარგულად და ასეთი დოკუმენტების თანხლებით ცხოველების გადაყვანა აკრძალულია.
5. რკინიგზით ცხოველების გადაყვანა საქართველოს ტერიტირიაზე დაიშვება ვეტერინარული სერტიფიკატის არსებობისას, რომელიც გაიცემა კომპეტენტური ორგანოების მიერ და ადასტურებს გადასაყვანი ცხოველების შესატყვისობას საქართველოს ვეტერინარული კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
6. გადასაყვანი ცხოველების დათვალიერებასა და ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1-ის გაცემას აწარმოებს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელი.
7. ვაგონებში გადასაყვანი ცხოველების ჩატვირთვა წარმოებს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ მოწყობილ ტერიტორიაზე.
8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაშვებია ცხოველების ვაგონებში ჩატვირთვა და გადმოტვირთვა საერთო სარგებლობის მოედნებზე, რაც შეთანხმებული უნდა იყოს სადგურის უფროსთან და ადგილობრივ სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურთან.
9. ცხოველების ჩასატვირთად უნდა მიეწოდოს სუფთა ვაგონები, რომელსაც ამოწმებს ცხოველების მფლობელი სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად.
10. ცხოველების გადასაყვანად არ დაიშვება ვაგონები, რომლებითაც გადაიზიდა შხამ-ქიმიკატები და სასუქები სათანადო დამუშავების გარეშე.
11. ცხოველების ვაგონებში ჩატვირთვა უნდა წარმოებდეს დღისით. ღამე ცხოველების ჩატვირთვა შეიძლება მხოლოდ კარგი ელექტროგანათების პირობებში.
12. ცხოველების ვაგონებში ჩატვირთვაზე ნებართვის გაცემის დროს ვეტერინარი ექიმი სათანადო ჩანაწერს აკეთებს ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1-ში, ხოლო ჩატვირთვის აკრძალვის შემთხვევაში ადგენს აქტს, ჩამოართმევს ვეტერინარულ მოწმობას და აღნიშნულზე აფრთხილებს სადგურის უფროსს. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველის მიერ ცხოველების ჩატვირთვის აკრძალვის დროს, ტვირთის გამგზავნი ვალდებულია 2 საათის განმავლობაში გაიყვანოს სადგურის ტერიტორიიდან გასაგზავნად მოყვანილი ცხოველები.
13. სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის მიერ ავადმყოფი ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა გატარდეს საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაავადების გავრცელების აღკვეთას.
14. ცხოველების დახურულ ვაგონებში ჩატვირთვა წარმოებს შემდეგი ნორმებით:
ა) მსხვილფეხა პირუტყვი (ზრდასრული) _ 16-დან 24 სულამდე მათი ზომისა და წონის გათვალისწინებით;
ბ) მსხვილფეხა პირუტყვის მოზარდი _ 24-დან 28 სულამდე;
გ) ხბოები 36-დან 50 სულამდე მათი ასაკის მიხედვით;
დ) ცხვარი და თხა 80-დან 100 სულამდე;
ე) ღორი 50-დან 60 სულამდე (თითოეული 80კგ-მდე წონით);
ე.ა) 44-დან 50 სულამდე (თითოეული 80-დან 100 კგ-მდე წონით);
ე.ბ) 28-დან 44 სულამდე (თითოეული 100-დან 150 კგ-მდე წონით).
ე.გ) 20-დან 28 სულამდე (თითოეული 150 კგ-ის ზემოთ).
ე.დ) ცხენები არა უმეტეს 14 სულისა.
15. აღნიშნული სულადობის განთავსების შემდეგ ვაგონში უნდა დარჩეს 1 თავისუფალი ადგილი.
16. სანაშენე ცხოველების ვაგონებში ჩატვირთვის ნორმებს განსაზღვრავენ ტვირთის გამგზავნი და სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელი.
17. დაუშვებელია ერთ ვაგონში კურო მწარმოებლებისა და ძროხების, ერკემლებისა და დედა ცხვრების, კერატებისა და დედა ღორების, ასევე სხვადასხვა სახეობის ცხოველების გადაყვანა.
18. დაუშვებელია ზამთარში ღორების ვაგონში ჩატვირთვა, როდესაც გარემოს ტემპერატურა -250 C-ზე დაბალია, ხოლო ზაფხულში 100 კგ-ზე მეტი წონის ღორების ჩატვირთვა, როდესაც გარემო ტემპერატურა +250 C-ზე მაღალია.
19. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია უზრუნველყოს გადასაყვანი ცხოველები ხარისხიანი საკვებითა და ქვეშსაფენით მგზავრობის მთელი პერიოდისათვის ორი დღის მარაგით. საკვებისა და საკვებდანამატების ხარისხი უნდა დასტურდებოდეს ვეტერინარული მოწმობით ან ვეტერინარული სერტიფიკატით.
20. გარემოში ჰაერის ტემპერატურის -150 C-ზე ქვემოთ, პირუტყვის საკვებად სილოსის, ნახადის, ჟენჟოს და ბარდის გამოყენება არ დაიშვება.
21. ზაფხულში ცხოველების დარწყულება გადაყვანის დროს უნდა მოხდეს დღეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ზამთარში და გარდამავალ პერიოდში, დღეში 1-2 ჯერ.
22. გზაში ვაგონების გაუთვალისწინებელი შეფერხების შემთხვევაში, რკინიგზის სადგური ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა ცხოველების დროული დარწყულების უზრუნველსაყოფად.
23. გზაში ვაგონების გაწმენდა ნაკელისაგან მათში პირუტყვის არსებობის დროს ხდება გამცილებლების მიერ სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე.
24. გზაში ცხოველების დაავადების გამოვლენისა და მათი განსაკუთრებულ პირობებში გადაყვანის დროს ვაგონების ნაკელისაგან გაწმენდა აკრძალულია.
25. გზაში ცხოველების მასიური ან ერთეული დაავადების (დახოცვის) ან საკვებისა და წყლის აკრძალვის თითოეულ შემთხვევაზე სასწრაფოდ წერილობით უნდა ეცნობოს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს და რაიონის (ქალაქის) მთავარ სახელმწიფო ვეტერინარულ ინსპექტორს, რომელ ტერიტორიაზეც იმყოფება რკინიგზის სადგური. შემადგენლობის მოძრაობის გაგრძელებაზე ან მის დაკავებაზე დროული გადაწყვეტილების მისაღებად.
26. დაავადებული ცხოველების გზაში დაკვლა აკრძალულია.
27. მგზავრობის დროს საკარანტინო ღონისძიებების გასატარებლად შემადგენლობის შეჩერების აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელი წარუდგენს წერილობით მოთხოვნას სადგურის უფროსს, სადაც იმყოფება მოძრავი შემადგენლობა.
28. ვაგონების შეჩერების, მათგან ცხოველების გადმოყვანის თითოეულ შემთხვევაზე, სადგურის წარმომადგენლის მიერ დგება ზოგადი ფორმის აქტი სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს მონაწილეობით. აქტის ასლი ეკვრება გადაზიდვის სხვა დოკუმენტებს.
29. მატარებლის მოძრაობის დროს ვაგონის ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში სადგური, რომელმაც აღმოაჩინა ტექნიკური გაუმართაობა, იღებს სასწრაფო ზომებს მათი შეკეთებისათვის და გამგზავრებისათვის იმავე ან უახლოესი მატარებლით.
30. ცხოველების გადატვირთვა სხვა ვაგონში დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოსთან შეთანხმებით.
31. ცხოველებით დატვირთული ვაგონების დანიშნულების სადგურში ჩამოსატვირთად ჩასვლის თაობაზე სადგური აცნობებს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოსა და ტვირთის მიმღებს.
32. ცხოველების ვაგონებიდან ჩამოტვირთვის შემდეგ მიმღები ვალდებულია მოაგროვოს ნაკელი და ქვეშსაფენი ვაგონების კარებებს შორის სივრცეში.
33. ვაგონების დაცლის შემდგომ მათი ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების კატეგორიას ადგენს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც გასცემს ვეტერინარულ დანიშნულებას თითოეული ვაგონისათვის მისი _ დამუშავების ხარისხის მითითებით და განახორციელებს ვაგონის ვეტერინარულ დამუშავებაზე კონტროლს.
34. ანალოგიური ვეტერინარულ სანიტარიული წესების დაცვაა საჭირო პირუტყვის ავტოტრანსპორტით გადაყვანისას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები