„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 19 სექტემბრის №01-334 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016289
01-81
27/02/2024
ვებგვერდი, 28/02/2024
010240030.22.030.016289
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 19 სექტემბრის №01-334 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-81

2024 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 19 სექტემბრის №01-334 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1.

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 19 სექტემბრის №01-334 ბრძანების (ვებგვერდი, 20/09/2022; სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016245) ,,ა’’ ქვეპუნქტით დამტკიცებულ  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13

1. საპატიო მიზეზით, გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გამოსაცდელს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევა ერთი თვის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გამოცდის განმეორებით ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევა:

ა) გამოსაცდელს, რომელმაც   ვერ ჩააბარა სასერტიფიკატო გამოცდა, მაგრამ დააგროვა ქულათა მაქსიმალური ოდენობის  60% ან მეტი;

ბ) ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხათუნა თოთლაძე