პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.78.091.016028
27
29/02/2024
ვებგვერდი, 29/02/2024
010100000.78.091.016028
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №27

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40​ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს:

ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების, ბრძანების, მითითების) ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების  დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიულ მისამართზე მდებარე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა სახელით გასაგზავნი კორესპონდენციის ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 9 მარტის №06 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 09/03/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.78.091.016006).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსილელა ჯანაშვილი