„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 230210000.10.003.024450
58
29/02/2024
ვებგვერდი, 01/03/2024
230210000.10.003.024450
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2024 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. 47-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისას სამშენებლოდ გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების შემცირება, რომლებზეც არ განხორციელებულა სამშენებლო სამუშაოები.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია, სამშენებლოდ გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების კორექტირებული მონაცემები წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტოს მიერ სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილების დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით. შეთანხმების წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განსაზღვრული ცვლილებები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურის დროს წარმოადგენს დასაშვებ ცვლილებებს და მათი დადასტურება ხდება ამ დადგენილების 66-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

2.  XIX1  თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX2  თავი:

 

„თავი XIX2

საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობებისა და მაგისტრალური რკინიგზის საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების წესი

მუხლი 672. საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობებისა და მაგისტრალური რკინიგზის საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების წესი

1. დამკვეთი უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმართოს სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობებისა და მაგისტრალური რკინიგზის საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებისათვის, რაც გულისხმობს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სააგენტოს მიერ შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტთან  შესაბამისობის დადასტურებას.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში – დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;

ბ) ქ. თბილისში, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი (გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობისა);

გ) შენობა-ნაგებობებში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.

3. შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების შემთხვევაში:

ა.ა) საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის პიკეტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია;

ა.ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი:

ა.ბ.ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს – ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა;

ა.ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საავტომობილო გზაზე/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების პირობები;

ბ) მაგისტრალური რკინიგზის საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში:

ბ.ა) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება სავალდებულო არ არის;

ბ.ბ) წარდგენილ ნაწილ(ებ)ში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, წარდგენილ უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ;

ბ.გ) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის (ფუნქციონირების) მზადყოფნის შესახებ;

ბ.დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.

4. თუ შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებისათვის წარდგენილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია, განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ (გარდა ამ დადგენილების მე-60 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ობიექტებისა).

5. სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით წარდგენილ განცხადებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში.

6. სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ახორციელებს:

ა) შენობა-ნაგებობის ინსპექტირებას/შემოწმებას ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლის დროსაც დამკვეთი ვალდებულია, უზრუნველყოს ობიექტზე სააგენტოს წარმომადგენლის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა;

ბ) განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას და, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) შენობა-ნაგებობის დათვალიერებას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, აზომვას, მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) შენობა-ნაგებობაზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას;

ე) საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შესახებ ან საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

7. შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შესახებ უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასწორი დოკუმენტების წარდგენა;

ბ) დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააგენტოს წარმომადგენლისათვის შენობა-ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა, ხელის შეშლა ან დათვალიერებისთვის სათანადო პირობების შეუქმნელობა;

გ) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტთან  შეუსაბამობა;

დ) შენობა-ნაგებობების ნაწილ(ებ)ის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში, ასევე მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და ღონისძიებების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შეუსაბამობა წარდგენილი მშენებლობის ორგანიზების საბოლოო პროექტთან, უარყოფითი საექსპერტო შეფასება ან/და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა (გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა).

8. ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ამ დადგენილების  XVIII თავის შესაბამისად.“.

მუხლი 2
იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა ან/და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანების საფუძველზე გაცემული მშენებლობის თაობაზე შეთანხმება, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გავრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე