„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 990
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017478
990
18/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
040150000.22.027.017478
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №990

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) ხარისხის მართვის სამსახური;“;

ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი:

„ა.ვ) ანალიტიკური სამსახური;“.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ამოცანებია: ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საქმისწარმოების სისტემის ორგანიზება და სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობის კოორდინაცია, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა,  ინოვაციური პროდუქტების შექმნა, სააგენტოს ხარისხის მართვის სტანდარტების დანერგვა, აგრეთვე, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის, სათანადო ფორმით, სწორი არხებითა და ინტენსივობით მიწოდება.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, მონაცემთა და სტატისტიკის ანალიზი, კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც წარიმართება სააგენტოს დარგობრივი მიმართულების მქონე დეპარტამენტების ჩართულობით;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, პოლიტიკის დოკუმენტების/ანგარიშების მომზადება, მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე