„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 989
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.027.017477
989
18/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
010340020.22.027.017477
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №989

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010340020.22.027.016866) დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“–„ზ3“ ქვეპუნქტები:

„ზ1) პოლიტიკის დოკუმენტებზე (კონცეფცია, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა) მუშაობა, მათ შორის, სიტუაციის ანალიზის მომზადება, თემატური პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება, ასევე, თემატურ-დარგობრივი კვლევების მომზადება;

2) კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, მონაცემთა და სტატისტიკის ანალიზი;

3) კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ანალიტიკური განყოფილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე