„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017438
9
04/03/2024
ვებგვერდი, 04/03/2024
040030000.22.034.017438
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №9

2024 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2018, 040030000.22.034.016716) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი):

ა.ა) შიდა უსაფრთხოების და ოპერატიული სანომრე ნიშნების სამმართველო:

ა.ა.ა) შიდა უსაფრთხოების სამსახური:

ა.ა.ა.ა) I ჯგუფი;

ა.ა.ა.ბ) II ჯგუფი;

ა.ა.ბ) ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვის სამსახური;

ა.ბ) საქმისწარმოების სამსახური;

ა.გ) მონაცემთა დამუშავების ჯგუფი;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო:

1.ა) სატელეფონო კონსულტაციის სამსახური;

1.ბ) საინფორმაციო სამსახური.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციები

ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მიერ მიღებული განაცხადების საფუძველზე სამინისტროში არსებული ინფორმაციის დამუშავება;

ბ) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში დღე-ღამის განმავლობაში სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

გ) დირექტორის ბრძანებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვა და გაცემა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქმისწარმოების ორგანიზება, შემოსული საიდუმლო (საიდუმლო დოკუმენტაციის საკანცელარიო ჟურნალში აღრიცხვა) და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღება და აღრიცხვა;

ვ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივება;

ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. 122 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 123 მუხლი:

მუხლი 123. მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციები

მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;

ბ) სააგენტოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების მართვა;

გ) სააგენტოს საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

დ) სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს ცნობადობის ამაღლებისათვის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;

თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური