სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ

სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017214
37
06/03/2024
ვებგვერდი, 07/03/2024
120000000.22.026.017214
სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №37

2024 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის 36-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების ზოგადი დებულებები (დანართი№1);

ბ) დაავადებების/ტრავმების ნუსხა (ICD-10) – (დანართი №2);

გ) სამხედრო-სამედიცინო კომისიის სხდომათა ოქმების წიგნი (დანართი №3);

დ) სამკურნალო შვებულების შესახებ   ცნობა (დანართი №4);      

ე) სამკურნალო შვებულების შესახებ ქვედანაყოფის ექიმის  ცნობა (დანართი №5);

ვ) სამედიცინო შემოწმების ბარათი (დანართი №6)

ზ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმების ბარათი (დანართი №7);

თ) ავადმყოფობის მოწმობა (დანართი №8).

მუხლი 2
„საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანების  საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, დოკუმენტები და განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებენ სამართლებრივ ძალას.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 7 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი