„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის №159-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 45ძ-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2024
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016138
45ძ-ს
05/03/2024
ვებგვერდი, 11/03/2024
010340000.33.062.016138
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის №159-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის  ბრძანება №45ძ-ს

2024 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის №159-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს თავდაცვის კოდექსის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 ოქტომბრის №426 დადგენილების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 2023 წლის 18 დეკემბრის №124 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 2 თებერვლის №2 დადგენილებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2022 წლის 13 სექტემბრის №159-ძ/ს ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 19/09/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016130) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანების დანართით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ტერიტორიული ორგანოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის და მივლინების საკითხებზე;“;

გ) მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია